ფერდინანდი (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფერდინანდი
ჟანრი კომედია, სათავგადასავლო
ფილმის ტიპი კომპიუტერული ანიმაცია
რეჟისორი კარლუს სალდანია
პროდიუსერი ბრიუს ანდერსონი, ლორი ფორტე
სცენარის ავტორი მანრო ლიფი
ნაწარმოები „ფერდინანდის ისტორია“
კომპოზიტორი ჯონ პაუელი
ოპერატორი რენატო ფალკანი
სტუდია Blue Sky Studios[1]
დისტრიბუტორი 20th Century Fox
პრემიერა 2017
ხანგრძლივობა 108 წთ[2]
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ[3]
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 111 მლნ აშშ დოლარი[4]
შემოსავალი 296 069 199 აშშ დოლარი[4]

„ფერდინანდი“ (ინგლ. Ferdinand) — 2017 წლის ამერიკული კომპიუტერული ანიმაციური კომედიური დრამის ჟანრის სათავგადასავლო ფილმი. გადაღებულია Blue Sky Studios-ის, ხოლო დისტრიბუცირებული 20th Century Fox-ის მიერ. ეფუძნება მანრო ლიფისა და რობერტ ლოუსონის საბავშვო წიგნ „ფერდინანდის ისტორიას“. ფილმის რეჟისორია კარლუს სალდანია, სცენარის ავტორები — რობერტ ლ. ბერდი, ტიმ ფედერლე და ბრედ კოუპლენდი. ახმოვანებენ ჯონ სინა (მთავარი პერსონაჟი), კეიტ მაკ-კინონი, ენტონი ანდერსონი, ბობი კანავალე, პეიტონ მენინგი, ჯინა როდრიგესი, მიგელ ანხელ სილვესტრე და დევიდ ტენანტი. ისტორია, რომელიც დაწერილია რონ ბიორჩის, დევიდ კიდისა და დონ რაიმერის მიერ, ეხება ხარს, სახელად ფერდინანდს, რომელიც თავისი სურვილის მიუხედავად ხვდება კორიდაზე, სადაც იგი მსოფლიოს უძლიერესი ხარების პირისპირ აღმოჩნდება, სწორედ კორიდაზე ბრძოლას შეეწირა მამამისი.

ფილმი პრემიერა 2017 წლის 8 დეკემბერს შედგა დუბაის საერთაშორისო კინოფესტივალზე. ერთი კვირის შემდეგ, 15 დეკემბერს გაეშვა კინოთეატრებში, 2D და 3D ფორმატებში. მისი ბიუჯეტი შეადგენდა 111 მლნ აშშ დოლარს; მსოფლიოს მასშტაბით გამოიმუშავა 296 მლნ დოლარი.[5][6] წარდგენილი იყო ოსკარის 90-ე დაჯილდოებაზე საუკეთესო ანიმაციური სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში, მაგრამ ეს ჯილდო „კოკომ“ მოიპოვა. აგრეთვე წარდგენილი იყო ოქროს გლობუსის 70-ე დაჯილდოებაზე საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმისა და საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინაციაში.[7]

„ფერდინანდი“ იყო Blue Sky Studios-ის უკანასკნელი ფილმი, რომელიც 20th Century Fox-მა გამოუშვა The Walt Disney Company-ის მიერ მის შეძენამდე (20 მარტი, 2019).

პერსონაჟებს ახმოვანებენ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Film releases. Variety Insight. წაკითხვის თარიღი: 27 February 2017.
  2. Ferdinand. AMC Theatres. წაკითხვის თარიღი: November 22, 2017
  3. Ferdinand (2017). AllMovie. წაკითხვის თარიღი: 23 June 2017.
  4. 4.0 4.1 Ferdinand (2017). Box Office Mojo. წაკითხვის თარიღი: July 2, 2018.
  5. D'Alessandro, Anthony. Blue Sky's Bull Toon ‘Ferdinand’ To Lock Horns With ‘Star Wars: The Last Jedi’ (February 9, 2017). წაკითხვის თარიღი: February 11, 2017.
  6. Past, present and future releases to Past, Present and Future Releases | UK Recent and Upcoming Movie. წაკითხვის თარიღი: 1 April 2017
  7. Rubin, Rebecca. (December 11, 2017) Golden Globe Nominations: Complete List. Variety. წაკითხვის თარიღი: December 11, 2017.