დიდი გამყინვარება (2002 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დიდი გამყინვარება
რეჟისორი კრის უეჯი
პროდიუსერი ლორი ფორტე
სცენარისტი
  • მაიკლ ბერგი
  • მაიკლ ჯ. უილსონი
  • პიტერ აკერმანი
ისტორია მაიკლ ჯ. უილსონი
როლებში
მუსიკა დეივიდ ნიუმენი
მწარმოებელი კომპანია Blue Sky Studios
დისტრიბუტორი 20th Century Fox
ხანგრძლივობა 81 წუთი
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 59 მილიონი აშშ დოლარი[1]
შემოსავალი 383.3 მილიონი აშშ დოლარი

დიდი გამყინვარება (ინგლ. Ice Age) — 2002 წლის კომპიუტერული ანიმაციური კომედიური ფილმი, რომლის რეჟისორია კრის უეჯი, სცენარისტები — მაიკლ ბერგი, მაიკლ ჯ. უილსონი და პიტერ აკერმანი, პროდიუსერი — ლორი ფორტე. მუსიკა ეკუთვნის დეივიდ ნიუმენს. პერსონაჟებს ახმოვანებენ რეი რომანი, ჯონ ლეგუიზამო, დენის ლირი და სხვები. ფილმი აწარმოა Blue Sky Studios-მა, ხოლო დისტრიბუცია გაუწია 20th Century Fox-მა.

„დიდი გამყინვარება“ თავდაპირველად უნდა შექმნილიყო კომპანია Fox Animation Studios-ის მიერ ტრადიციულ ანიმაციურ სტილში.

ფილმს წილად ხვდა დადებითი შეფასებები კინოკრიტიკოსებისაგან. საერთო განხილვების საიტ Rotten Tomatoes-ზე ფილმი ფლობს 77 პროცენტიან რეიტინგს (166 მიმოხილვაზე დაყრდნობით).[2] 2003 წელს მიიღო ოსკარის ნომინაცია საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის.[3] აგრეთვე კომერციული წარმატებაც ხვდა წილად, საერთო ჯამში მისმა შემოსავალმა 383 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მას მოჰყვა ოთხი გაგრძელება: „დიდი გამყინვარება: გლობალური დათბობა“ (2006), „დიდი გამყინვარება: დინოზავრების ერა“ (2009), „დიდი გამყინვარება: კონტინენტური დრიფტი“ (2012) და „დიდი გამყინვარება: შეჯახება გარდაუვალია“ (2016).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ice Age (2002). Box Office Mojo. Box Office Mojo, LLC. ციტირების თარიღი: 2009-07-23.
  2. Ice Age (2002). Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი, 2019.
  3. The 75th Academy Awards (2003) Nominees and Winners. The Academy of Motion Pictures Arts and Sciences (23 მარტი, 2003). ციტირების თარიღი: 8 მარტი, 2013.