დიდი გამყინვარება: გლობალური დათბობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დიდი გამყინვარება: გლობალური დათბობა
ჟანრი კომედია, სათავგადასავლო, საოჯახო
რეჟისორი კარლუს სალდანია
პროდიუსერი ლორი ფორტე
სცენარის ავტორი პიტერ გალკი
გერი სოულოუ
ჯიმ ჰექტი
ნაწარმოები პიტერ გალკი
გერი სოულოუ
როლებში რეი რომანო
ჯონ ლეგუიზამო
დენის ლირი
კრის უედჯი
კუინ ლატიფა
შონ უილიამ სკოტი
ჯოშ პეკი
კომპოზიტორი ჯონ პაუელი
მონტაჟი ჰარი ჰიტნერი
სტუდია Blue Sky Studios
დისტრიბუტორი 20th Century Fox
გამოსვლის თარიღი 31 მარტი, 2006
ხანგრძლივობა 91 წთ
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 80 მლნ აშშ დოლარი
შემოსავალი 660,9 მლნ აშშ დოლარი
წინა: „დიდი გამყინვარება“
შემდეგი: „დიდი გამყინვარება: დინოზავრების ერა“, „დიდი გამყინვარება: კონტინენტური დრიფტი“, „დიდი გამყინვარება: შეჯახება გარდაუვალია“

„დიდი გამყინვარება: გლობალური დათბობა“ (ინგლ. Ice Age: The Meltdown) — 2006 წლის ამერიკული კომპიუტერული ანიმაციური სათავგადასავლო კომედიური ფილმი. გადაღებულია Blue Sky Studios-ის მიერ. დისტრიბუცია გაუწია 20th Century Fox-მა. არის 2002 წლის „დიდი გამყინვარების“ გაგრძელება და ამავე სახელობის ფრენჩაიზის მეორე ფილმი. რეჟისორი — კარლუს სალდანია, რომელიც პირველი ფილმის თანარეჟისორიც იყო. სცენარის ავტორი — პიტერ გალკი, გერი სოულოუ და ჯიმ ჰექტი. რეი რომანომ, ჯონ ლეგუიზამომ, დენის ლირმა და კრის უედჯმა, რომლებიც წინა ფილმშიც მონაწილეობდნენ, კვლავ გაიმეორეს საკუთარი როლები; მათ შეემატნენ ახალი მსახიობები: კუინ ლატიფა, შონ უილიამ სკოტი და ჯოშ პეკი. ფილმში მენი, სიდი და დიეგო ცდილობენ თავი დააღწიონ გარდაუვალ წარღვნას, რა დროსაც მენი სიყვარულს იპოვის.

ფილმის პრემიერა შედგა ბელგიაში, 2006 წლის 1 მარტს, და ამერიკის შეერთებულ შტატებში, 31 მარტს. საბოლოო ჯამში, გამოვიდა 70 ქვეყანაში, ბოლო ქვეყანა იყო ჩინეთი (9 ივნისი).[1] „გლობალურმა დათბობამ“ შერეული კრიტიკული რეაქცია დაიმსახურა, თუმცა მიაღწია წარმატებას გაყიდვებში — გამოიმუშავა 660 მილიონი აშშ დოლარი.[2] ფილმს მოჰყვა სამი გაგრძელება: „დიდი გამყინვარება: დინოზავრების ერა“, „დიდი გამყინვარება: კონტინენტური დრიფტი“ და „დიდი გამყინვარება: შეჯახება გარდაუვალია“.

2006 წელსვე კომპანია Vivendi Games-მა შექმნა და გამოუშვა ვიდეო- და კომპიუტერული თამაში, რომელიც დაფუძნებულია ამ ფილმზე. სისტემის ჩაშვებიდან მალევე გამოვიდა ვერსია Wii-სათვის.[3]

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსახიობი როლი
რეი რომანო მენი მამონტი მენი
ჯონ ლეგუიზამო სიდი ზარმაცა სიდი
დენის ლირი დიეგო ხმალკბილა ვეფხვი დიეგო
კუინ ლატიფა ელი მამონტი ელი
შონ უილიამ სკოტი კრეში ოპოსუმი კრეში
ჯოშ პეკი ედი ოპოსუმი ედი
ჯეი ლენო სწრაფი ტონი ჯავშნოსანი სწრაფი ტონი
უილ არნეტი მარტოხელა სვავი ტერატორნისი მარტოხელა სვავი
დები დერიბერი დედა დიატრიმა გასტორნისი დედა დიატრიმა
კრის უეჯი სკრატი ხმალკბილა ციყვი სკრატი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიდეოთამაში

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ice Age: The Meltdown (2006) - International Box Office Results. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 17 დეკემბერი, 2016.
  2. Ice Age: The Meltdown (2006). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 1 ივლისი, 2009.
  3. Ice Age 2: The Meltdown. gamespot.com. ციტირების თარიღი: 26 აგვისტო, 2020.