ამადუ-მაჰთარ მ’ბოუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ამადუ-მაჰთარ მ’ბოუ
ამადუ-მაჰთარ მ’ბოუ
იუნესკოს გენერალური დირექტორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1974 – 1987
წინამორბედირენე მაიო
მემკვიდრეფედერიკო მაიორ სარაგოსა

დაბადებული20 მარტი, 1921 (1921-03-20) (101 წლის)
დაკარი, სენეგალი
მოქალაქეობასენეგალის დროშა სენეგალი

ამადუ-მაჰთარ მ’ბოუ (დ. 20 მარტი, 1921, დაკარი, სენეგალი) — სენეგალელი პოლიტიკოსი. იუნესკოს გენერალური დირექტორი 1974-1987 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა დაკარში. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, როგორც ფრანგული არმიის მოხალისე. 1951 წელს დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტი. მუშაობდა სენეგალში ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლად, შემდეგ დაწყებითი განათლების დეპარტამენტის დირექტორად (1952-1957) და კოლონიის განათლებისა და კულტურის მინისტრად (1957-1958).

ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გახდა განათლების (1966-1968), ხოლო შემდეგ კულტურის (1968-1970) მინისტრი.

1953 წლიდან თანამშრომლობს იუნესკოსთან. იყო იუნესკოში სენეგალის დელეგაციის ხელმძღვანელი. ორჯერ ზედიზედ (1974 და 1980) აირჩიეს იუნესკოს გენერალურ მდივნად. დღევანდელ დღემდე არის ერთადერთი აფრიკელი, რომელიც ამ თანამდებობაზე მუშაობდა.

ამადუ-მაჰთარ მ’ბოუ არის ბელგრადის უნივერსიტეტის (1980) კოლუმბიის კაუკის უნივერსიტეტის (1987) და რიგი სხვა უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი. საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი (2011).

1987 წლიდან ცხოვრობს მაროკოში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]