ფედერაციის კოშკი
იერსახე
ფედერაციის კოშკი Башня Федерация | |
ფედერაციის კოშკი | |
ინფორმაცია | |
---|---|
სტატუსი | დასრულებული |
აშენდა | 2003-2016 |
გაიხსნა | 2016 |
სახურავი | 242 მ („დასავლეთი“) 374 მ („აღმოსავლეთი“) |
ტექნიკური დეტალები | |
სართული | 63 („დასავლეთი“) 95 მ („აღმოსავლეთი“) |
ფართი | 432 000 მ² |
კომპანიები | |
არქიტექტორი | სერგეი ჩობანი პეტერ შვეგერი |
დეველოპერი | AEON Corporation |
ფედერაციის კოშკი (რუს. Башня Федерация) — ევროპის უმაღლესი ცათამბჯენი, რომელიც მდებარეობს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის მე-13 ნაკვეთზე. არქიტექტურული პროექტი შემუშავებულია სერგეი ჩობანისა და პეტერ შვეგერის მიერ. კომპლექსი 2 კოშკითაა წარმოდგენილი, რომელიც ერთ ბაზისზეა აღმართული: აღმოსავლეთი კოშკი (რუს. Башня Восток) 95-სართულიანი კონსტრუქციაა, ხოლო დასავლეთი კოშკი (რუს. Башня Запад) 63-სართულიანი. ფედერაციის საერთო ფართობია 442 915,2 კვ.მ; მიწის მონაკვეთის საერთო ფართია 10 730 კვ.მ. კომპლექსში განთავსებულია ოფისები და აპარტამენტები. ბაზისი — 6-სართულიანი ატრიუმი — დაკავებულია ოფისებითა და სავაჭრო გალერეებით.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2016-06-03 საიტზე Wayback Machine.