მოსკოვი-სიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მოსკოვი-სიტი — მშენებარე რაიონი მოსკოვში. რაიონში განთავსდება მოსკოვის საერთაშორისო საქმიანი ცენტრი (Московский Международный Деловой Центр - ММДЦ). ამაჟამად ადმინისტრაციულად პრესნენსკის რაიონს ეკუთვნის.

პროექტის ფარგლებში პირველად რუსეთში და აღმოსავლეთ ევროპაში შეიქმნება საქმიანი აქტიურობის ცენტრი, რომელშიც გაერთიანდება ბიზნესი, საცხოვრებელი ფართი და გასართობი დაწესებულებები. პროექტს ქალაქ მოსკოვის მერიის დაკვეთით ასრულებს სააქციო საზოგადოება „სიტი“, რომელიც სპეციალურად ამ პროექტისთვის შეიქმნა 1992 წელს. მოსკოვი-სიტის მშენებლობა მიმდინარეობს კრასნოპრესნენსკის სანაპიროზე, საერთო ფართობით 100 ჰა, რომლის 60% ახალ განაშენებას ექვემდებარება. მოსკოვის მერიის განცხადებით გამოყოფილი ტერიტორია ერთადერთი ადგილია მოსკოვის ცენტრში, სადაც ამგვარი მასშტაბის საქმიანი რაიონის შექმნა შეიძლება. პროექტის სრული ღირებულება $12 მილიარდს შეადგენს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: