ფასანაურის განძი
იერსახე
ფასანაურის განძი — არქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, აღმოაჩინეს 1963 წელს, მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირზე გაზსადენის გაყვანის დროს. განძი განეკუთვნება ძველი წელთაღრიცხვით Vll საუკუნის მიწურულს და Vl საუკუნის დასაწყისს. შეიცავს 15 დასახელების 141 ნივთს: იარაღს (ბრინჯაოს კოლხური ცული ცხოველის სკულპტურული გამოსახულებით, ისრისპირები, ფარის უმბონი). ტანსაცმელთან დაკავშირებულ ნივთებს (გრავირებული სარტყლის ფრაგმენტები, მშვილდსაკინძები, ხვია, ბრტყელი ზოომორფული ბალთა). სამკაულს (ხვია, სარდიონის მძივები, ძეწკვები, ირმის პატარა ქანდაკება), უნიკალურ გრეხილწელიან კოლხურ ცულს და სხვა. განძი დაცულია დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფანცხავა ლ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 319.