გაბრიელ მეგრელიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მეგრელიშვილი.

გაბრიელ ივანეს ძე მეგრელიძე (დ. 1 იანვარი, 1906, ზემო ფარცხმა — გ. 7 ნოემბერი, 1978) — ქართველი ეკონომისტი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1962), პროფესორი (1964), საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967)

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი. 1940-1945 წლებში იყო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის პოლიტიკური ეკონომიის კათედრის გამგე. 1945-1956 წლებში ხელმძღვანელობდა ასპირანტურის განყოფილებას სსრკ მეცნირებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტში. 1968 წლიდან იყო თსუ-ს ეკონომიკის ფაკულტეტის პოლიტეკონომიის კათედრის პროფესორი. მისი ნაშრომები ეძვნება ქართული ეკონომიკური აზრის ისტორიის საკითხებს და პოლიტეკონომიის პრობლემებს.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვ.ი. ლენინი და თანამედროვე იმპერიალიზმის ეკონომიკური პრობლემები, თბილისი, 1970

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]