ფალუნ დაფა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფალუნ დაფას ემბლემა. სვასტიკა ემბლემაზე წარმოადგენს ტიპურ ბუდისტურ სიმბოლოს

ფალუნ დაფა იგივე ფალუნგუნისულის და სხეულის თვითსრულყოფილების ჩინური სისტემა. ფალუნგუნი (ჩინ.გამ. 法輪功, ახ. 法轮功, პინ-ინი Fǎlún Gōng) სიტყვასიტყვით ნიშნავს „კანონის ბორბლის პრაქტიკა“. ფალუნ დაფა (ჩინ. გამ. 法輪大法, ახ. 法轮大法, პინინი Falun Dafa) „კანონის ბორბლის უდიდესი კანონი“. ეს სისტემა შემოიღო ოსტატმა ლი ხუნჯიმ 1992 წელს. ფალუნგუნი — ეს არის ციგუნის (qìgōng) პრაქტიკის ნაირსახეობა, დაფუძნებული ბუდას სისტემაზე. ის აერთიანებს ვარჯიშების ხუთ კომპლექსს, მედიტაციის ჩათვლით და მიზნათ ისახავს პრაქტიკის მიმდევართა მსოფმხედველობის ფორმირებას, იმ პრინციპებთან შესაბამისობაში როგორიცაა ჭეშმარიტება, სიკეთე და მოთმინება, აღწერილი წიგნში, ჩჟუან ფალუნი სისტემა ეძღვნება ისეთ პრობლემებს, როგორიცაა პიროვნების განვითარება, მისი კეთილშობილება; მორალური სტანდარტების ამაღლება სხვადასხვა დონეებზე პრაქტიკის მიმდევრებისთვის. წიგნი „ჩჟუან ფალუნი“ თარგმნილია მსოფლიოს 40 ენაზე.

ფალუნგუნის მიმდევართა რაოდენობა დღეისათვის უცნობია: ჩინეთის ოფიციალური მთავრობის მონაცემებით 1998 წლის მდგომარეობით ითვლებოდა 70 მილიონი.[1]

ლი ხუნჯი და ფალუნ დაფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსტატი ლი ხუნჯი ასრულებს ფალუნ გუნის 5 ვარჯიშს
ოსტატი ლი ხუნჯი ასრულებს ფალუნ გუნის 5 ვარჯიშს

2001 წელს ლი ხუნჯი ნომინირებული იქნა პრემიით „თავისუფალი აზრისთვის“, დაწესებული ევროპარლამენტის მიერ. 2000 და 2001 წლებში წარდგენილი იქნა ნობელის მშვიდობის პრემიის მოსაპოვებლად. 2007წ ის ორჯერ იქნა წარდგენილი ნობელის მშვიდობის პრემიის მოსაპოვებლად. 2007 წელს ლი იქნა შეყვანილი თანამედროვეობის 100 გენიალურ ადამიანთა რეიტინგში. 2009 წელს ის გახდა ნომინანტი პრემიისა „სულიერი ლიდერი 2009“. აზია-წყნარიოკეანიის ადამიანის უფლებათა დაცვის. ფონდისგან. ის ასევე არის აშშ-ის, კანადის, ბევრი ევროპული ქალაქის და ავსტრალიის საპატიო მოქალაქე.

დასაწყისში ფალუნ დაფამ ჩინეთში მხარდაჭერა მოიპოვა: მას უწოდეს „ოქროს ფალუნგუნი“, აღნიშნავდნენ, რომ ის ეხმარება სახელმწიფოს სახსრების დაზოგვაში ხალხის მკურნალობისთვის. ასევე შეინიშნებოდა ხალხის მორალური დონის ამაღლება. 1992 წელს ჩინეთის ციგუნის კვლევების ასოციაციამ გადასცა ლი ხუნჯის ციგუნის ოსტატის მოწმობა. 1994 წელს სამეცნიერო ასოციაციამ ციგუნის კვლევაში პროვინცია ცზილინში ასევე უბოძა ლი ხუნჯის ციგუნის უმაღლესი ოსტატის მოწმობა. ოფიციალური სოციოლოგიური კვლევების ჩატარების შემდეგ ჩინეთის ხელმძღვანელობა განცვიფრებული იყო იმით, რომ 1999 წლის დასაწყისში 100 მილიონამდე ადამიანი მთელი ჩინეთის ტერიტორიაზე მისდევს ფალუნ დაფის სისტემის პრაქტიკას. 22 ივლისს 1999 წელს ფალუნგუნის სკოლა ჩინეთში იქნა აკრძალული. ჩინეთი — ეს ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც აკრძალა ფალუნ დაფა. ეს სისტემა არ ერთვება პოლიტიკაში, მაგრამ კომუნისტური ხელმძღვანელობა ხედავს მასში ხიფათს, ასევე სხვა რელიგიურ და საზოგადოებრივ მიმდინარეობებში, რომელთა იდეოლოგია არ ემთხვევა კომუნისტური პარტიის იდეოლოგიას.

სკოლის აკრძალვას თან ახლავს მასიური რეპრესიები[2] მიმდევრებისა და მათი ახლობლების წინააღმდეგ, შეურაცყოფით და ცემით,ფალუნ დაფას მიმდევრების დაპატიმრება გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე, გაგზავნა შრომის ბანაკებში და ფსიქიატრიულ სავადმყოფოებში. სამი ათასზე მეტი ფალუნ დაფას მიმდევარი გარდაიცვალა წამების შედეგად. პრაკტიკის მიმდევრებს და მათ ახლობლებს ათავისუფლებენ სამსახურიდან, ყრიან მათ სახლებიდან. აღშფოთება და მკაცრი შეფასება გამოხატეს ჩინეთის ხელისუფლების მიმართ აშშ-ის, კანადის, ავსტრალიის და მოწინავე ევროპული სახელმწიფოების მთავრობებმა, ასევე გაეროს ადამიანთა უფლებების კომიტეტმა სპეციალური რეზოლუციით.

წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფალუნგუნი (ფალუნ დაფა) წარმოუდგინა პუბლიკას მასწავლებელმა ლი ხუნჯიმ 13 მაისს 1992 წელს ქალაქ ჩანჩუნში. დამფუძნებლის თანახმად, ფალუნგუნი — პროგრესული თვითსრულყოფილების სისტემაა ჩინური სულიერი ტრადიციების კონტეკსტში. წარსულში ეს სისტემა გადაეცემოდათ რჩეულ მოწაფეებს და ითვლებოდა ინტენსიურ „თვითსრულყოფის მეთოდათ“, რომელიც ითხოვდა პრაკტიკის მიმდევრებისგან ძალიან მაღალ „სინსინს“ (ზნეობა, გონების ბუნება; ხასიათი) ან „თანდაყოლილი დადებითი თვისებები“. სამი წლის განმავლობაში ოსტატი ლი ხუნჯი პირადად ასწავლიდა პრაქტიკას, ფალუნგუნი შემდეგ გავრცელდა მის მიმდევრებში ნებაყოფლობით და უფასოდ.

1992—1999 წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992—1999 წლებში ყოველი პროვინციის ციგუნის ასოციაციების მიწვევით, ლი ხუნჯი ეწვია ჩინეთის თითქმის ყველა დიდ ქალაქს 1992 დან 1994 წლამდე, ასწავლიდა პრაქტიკას. მას შემდეგ ფალუნგუნი გავრცელდა პრაქტიკის მიმდევრების მიერ დამოუკიდებლად. ლი ხუნჯი აწყობდა ლექციებს მთელ მსოფლიოში. ფალუნგუნი უცბათ გახდა პოპულარული ჩინეთში. დაწყებული 1996 წლიდან, ლი ხუნჯიმ და პრაქტიკის მიმდევრებმა გაავრცელეს პრაქტიკა სხვა ქვეყნებშიც.

მას შემდეგ, რაც ლი ხუნჯიმ შეწყვიტა პრაქტიკის სწავლება კონტინენტურ ჩინეთში, 1999 წლამდე, ადამიანები ჩვეულებრივ ვარჯიშობდნენ დილაობით პარკებში. ჩანჩუნში საყოველთაო სწავლების შემდეგ, ოსტატმა ლი ხუნჯიმ დაიწყო პოპულარიზაცია თავისი იდეებისა ლექციების სახით, წიგნებით და აუდიო ჩანაწერებით, ფალუნ დაფას კურსებზე დასწრება უფრო იაფი იყო, სხვა ციგუნის კურსებთან შედარებით.

90-ანი წლები, დილის ვარჯიშის შესრულება გუანჯოუში, ჩინეთი

რამდენიმე წლის მანძილზე ფალუნგუნის გადაცემის მიმდინარეობისას, ლი ხუნჯის მიენიჭა მრავალი ჯილდო ჩინეთის სახელმწიფო ორგანიზაციებიდან იმ მიზნით, რომ მას გაეგრძელებინა წინ წაწევა იმისა, რასაც ჩინოვნიკები მიიჩნევდნენ სასარგებლო პრაქტიკად. დასაწყისში არც ლი ხუნჯი, და არც ფალუნგუნი არ განუკითხიათ. როგორც აღნიშნა მონრეალის უნივერსიტეტის მეცნიერმა დევიდ ოუნბმა ლი უცბათ გახდა „ვარსკვლავი ციგუნის მოძრაობისა“, და მისი პრაქტიკის მეთოდი უმაღლესად იქნა შეფასებული აღმოსავლეთის ჯანმრთელობის გამოფენაზე პეკინში 1992 და 1993 წლებში. ფალუნგუნს მიესალმებოდა ციგუნის მკვლევართა სამეცნიერო ასოციაცია,რომელმაც დაასპონსორა ლი და დაეხმარა მრავალი ღონისძიების მოწყობაში. 1994 წელს, 54 მსხვილმაშტაბიანი ლექციის ჩათვლით, ჩატარებული ჩინეთის უმრავლეს მსხვილ ქალაქში, ყველგან 20 000 იანი აუდიტორიით მთელ ჩინეთში. მაშინდელი დროისთვის ასეთი მასშტაბი უპრეცენდენტო იყო. პრაქტიკის პოპულარიზაცია კონტინენტურ ჩინეთში შვიდი წლის განმავლობაში ხდებოდა ზეპირსიტყვიერად. მან მიიმხრო ბევრი პენსიონერი, ქარხნის მუშები, ფერმერები, სახელმწიფო დაწესებულებების მართველები, ინტელიგენცია და სტუდენტობა.

1995 წლიდან ლი ასწავლიდა პრაქტიკას ჩინეთის საზღვრებს გარეთ. საფრანგეთიდან დაწყებული, ლიმ ჩაატარა რიგი კონფერენციები ჩინეთის საელჩოში პარიზში 1995წელს. 1994 წელს ფალუნგუნი ასევე გადაიცემოდა ჩინეთის საელჩოში ნიუ-იორკში, ჩინურ აბრეშუმთან და სამზარეულოსთან ერთად. ამავე დროს ჩინეთის საკონსულომ დააწესა ფალუნგუნის კლუბები, კოლუმბიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, რომლებიც აქტიურობენ დღესაც. 1995 წლის 4 იანვარს გამოვიდა და გასაჯაროვდა გამოცემა ჩჟუან ფალუნი.

ფალუნგუნის წარმატება ეფუძნებოდა მტკიცებას იმაზე, რომ ეს პრაქტიკა აუმჯობესებდა ჯამნმრთელობას ძვირადღირებული წამლების გარეშე, რადგან ბევრმა მოქალაქემ დაკარგა სამედიცინო შეღავათი და დახმარება ეკონომიური პირობების ცვლილების გამო. ზოგიერთი ადამიანი ჩინეთში ამტკიცებდა, რომ ფალუნგუნი იყო ყველაზე უფრო პოპულარული ციგუნის პრაქტიკა ქვეყანაში, და ბევრი პროფესორი პეკინის უნივერსიტეტიდან ვარჯიშობდა ყოველდღე პარკებში. რეპრესიების დაწყებამდე 1999 წლისთვის ზუსტი რაოდენობა ფალუნგუნის მიმდევრების უცნობია. ფალუნგუნი ერთხმად აცხადებს, რომ არ არსებობს არავითარი სია მიმდევრებისა. New York Times-ის სტატიის თანახმად, გამოქვეყნებული 1999 წელს, ჩინეთის მთავრობამ დუშვა 70 მილიონი პრაქტიკის მიმდევრის არსებობა.

1999 წელი და შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფალუნგუნის დევნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1999 წლის აპრილში ფიზიკოსმა ხე ცზოსიუმ დაწერა სტატია ტიანცზინის პედაგოგიური კოლეჯის ახალგაზრდა მკითხველის ჟურნალში სათაურით „მე არ ვეთანხმები იმ ახალგაზრდებს რომლებიც მისდევენ ციგუნის პრაქტიკას“, რომელშიც ის ფალუნგუნს აკრიტიკებდა. პრაქტიკის მიმდევრებმა, რომლებმაც ჩათვალეს ფალუნგუნის მოხსენიება არასწორად და სიცრუედ, შეიკრიბნენ, აპელირებდნენ რა ამ სტატიაზე. როგორც ამტკიცებენ გამოძახებული იქნა პოლიცია, რომელმაც სცემა და დააპატიმრა მათი ნაწილი. 25 აპრილს ფალუნგუნის მიმდევრები მდუმარედ ჩამწკრივდნენ ჩჟუნნანხაის ქუჩების გასწვრივ, ეძიებდნენ იურიდიულ აღიარებას და პრაქტიკის დაცვას, ნათელის მოფენას ცემისა და დაპატიმრების ფაქტებისა ტიანცზინში.

აკრძალვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1999 წლის 22 ივლისს, კონტინენტურ ჩინეთში შვიდი წლის განმავლობაში პრაქტიკის გავრცელების შემდეგ; ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობამ (ჩსრ) გამოაქვეყნა განცხადება, ფალუნგუნის აკრძალვის შესახებ: „დღეს ჩინეთმა აკრძალა ფალუნ დაფას კვლევის საზოგადოება და ორგანიზაცია ფალუნგუნი, რომელიც მას აკონტროლებს, მათი უკანონოდ აღიარების შემდეგ“. თავის გადაწყვეტილებაში სამოქალაქო საქმეთა სამინისტრომ ამ საკითხზე გაავრცელა განცხადება, გამოკვლევის თანახმად, ფალუნ დაფას კვლევის საზოგადოება არ იყო დარეგისტრირებული კანონიერად. გადაწყვეტილებაში ნათქვამია,რომ რეგისტრაციის წესებთან და მასების მართვის ორგანიზაციებთან შესაბამისობით, ფალუნ დაფას კვლევის საზოგადოება და ორგანიზაცია ფალუნ გუნი მისი კონტროლის ქვეშ აღიარებულია უკანონოდ და ამიტომ აიკრძალა.

სახელმწიფო აკრძალვის გასამართლებლად, სააგენტო სინხუა აცხადებს შემდეგს, რომ ფალუნ გუნი იყო მაღალორგანიზებული პოლიტიკური ჯგუფი, „განწყობილი ჩინეთის კომუნისტური პარტიის და ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ, ქადაგებს იდეალიზმს, თეიზმს და ფეოდალურ ცრურწმენას“. სინხუა შეეცადა განესხვავებინა „ჯგუფის უბრალო მონაწილეები“ და ლიდერები, რომლებსაც ის უწოდებდა „კულისებს შიგნით შეთქმულებს და ორგანიზატორების მცირე ჯგუფს, რომლებსაც ამოძრავებთ პოლიტიკური მიზნები“. ამით დარტყმა განიცადა ზოგიერთმა პარტიულმა და სახელმწიფო ჩინოვნიკმა, რომლებიც პრაქტიკას მისდევდნენ.

პრაქტიკის მიმდევართა დევნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმის მიუხედავად, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტიის რეჟიმი მთელ მსოფლიოში აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს ფალუნ გუნზე, იმ მიზნით, რომ არ მიეცეს საერთაშორისო თანამეგობრობას განსაჯოს რეპრესიები და გამოესარჩლოს რეპრესიების მსხვერპლს. რეპრესიები ჩადენილი ჩინეთის მთავრობის მიერ, დაგმო ბევრი ქვეყნის მთავრობამ.

  • 2008 წლის ივლისში ისრაელის უმაღლესმა სასამართლოს ორგანომ დაადგინა, რომ ჩინეთის რეჟიმს ეკისრება პასუხისმგებლობა ფალუნ გუნის მიმდევრების მკვლელობებზე, შესაძლოა, მოგებისთვის, მიღებული ორგანოების ამოცლისგან.
  • 2006 წლის სექტემბერში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია,[3] დაგმობილი იქნა ფალუნგუნის მიმდევრების დაპატიმრება და მათი წამება. 2013 წლის 12 დეკემბერს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია ორგანოების ძალადობრივად ამოცლაზე სინდისის პატიმრებისგან ჩინეთში.
  • აშშ-ს კონგრესმა მიიღო რეზოლუცია N 188 და 530, რომელშიც დაგმობილია ფალუნგუნის დევნა და მოუწოდებს მის შეწყვეტას. აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის რეზოლუცია N 605[4] (მიღებული 2010წ 16 მარტს) მიუთითებს კონკრეტულ ქმედებებზე. მაგ. მეორე რეზოლუციის პუნქტი მოუწოდებს ეგრეთწოდებული „ოფისი 610“ ის ლიკვიდაციისკენ. 2014 წ 30 ივლისს აშშ-ს საგარეო საქმეთა წარმომადგენლობის პალატამ დაასრულა რეზოლუციის საბოლოო განხილვა H.Res.281,[5] რომელიც მოუწოდებს ჩინეთს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მთავრობის მიერ სანქცირებული პატიმრებისგან ორგანოების ამოცლა.
  • გეო-ს ადამიანის უფლებების კომისიის კომისიის 70 ზე მეტი მოხსენება გვაცნობს ფალუნგუნის დევნის შესახებ ჩინეთში. მოხსენებები შეიცავენ რეპრესიების დეტალურ ფორმების აღწერას, რომლებსაც იყენებენ ფალუნგუნის მიმდევრების მიმართ ჩინეთში. ეს — უფლებების დარღვევაა რწმენის თავისუფლების და სიტყვის თავისუფლების, წამებები და სასტიკი მოპყრობის მრავალსახეობები, ქალებზე ძალადობები, სიკვდილამდე მიყვანა საპყრობილეებში, ორგანოების მასიურად ამოცლა, მოსამართლეებზე და ადვოკატებზე ზეწოლა, ფალუნგუნის საქმეების პროცესებში მონაწილეობის დროს, და ა.შ.[6]
ფალუნ გუნის პრაქტიკის მიმდევრები ასრულებენ მეხუთე ვარჯიშს — მედიტაციას — მანჰეტენზე

პრაქტიკის მიმდევრების დევნა და რეპრესიები ფალუნ გუნის წინააღმდეგ მთელ ქვეყანას მოედო, გამონაკლისი იყო ჰონგ-კონგის და მაკაოს სპეციალური ადმინისტრაციული მხარეები. 1999 წლის ბოლოს შეიქმნა კანონი,რომელიც აცხადებდა კანონგარეშედ „არა ორთოდოქსულ რელიგიებს“, მიმართული ფალუნგუნის წინააღმდეგ. საზოგადოების ყველა ფენა იყო მობილიზებული ფალუნგუნის წინააღმდეგ, სმი, პოლიცია, არმია, განათლების სისტემა, ოჯახები, და სამსახურები, მუშები. შეიქმნა კონსტიტუციის გარე ჯგუფი „ოფისი 610“, „ტერორისტული კომპანიის გასაკონტროლებლად“. ეს ორგანიზაცია ეწეოდა მსხვილ მაშტაბიან პროპაგანდას, ტელევიზიით, გაზეთებით, რადიო ინტერნეტით. დაწესებულებებს და ოჯახებს აიძულებდნენ თანამშრომლობას ხელისუფლებასთან, ფალუნგუნთან დაკავშირებით, რადგანაც პრაქტიკის მიმდევრები განიცდიდნენ ყოველგვარ ძალადობას, იძულებას, რათა აეძულებინათ ისინი უარი ეთქვათ ფალუნგუნზე. უფლება დამცველთა ორგანიზაცია საერთაშორისო ამნისტია აცხადებს, რომ დევნა მოტივირებული პოლიტიკური ხელისუფლებისგან ზღუდავს ადამიანების ძირითად თავისუფლებას.[7] რამდენიმე წლის განმავლობაში პროტესტები პეკინში 1999 წლის ბრძანებულების შემდეგ ხშირი იყო, თუმცა თითქმის ყველა ლიკვიდირებულ იქნა. პრაქტიკის მიმდევრების ცნობით, მათ შეწყვიტეს ღონისძიებების ჩატარება პრაკტიკასთან დაკავშირებით სახალხოდ,[8] და გადავიდნენ ალტერნატიულ მეთოდებზე ხალხის მასების ინფორმირებისათვის დევნის თაობაზე, როგორიცაა საფოსტო ყუთებში CD დისკების განთავსება. პრაკტიკის მიმდევრები მთელ მსოფლიოში მიმართავენ თავიანთ მთავრობებს, იმს, საზოგადოებებს იმ მიზნით, რათა მოუყვნენ იმ სიტუაციაზე რაც ხდება ჩინეთში.

ჩინეთში ფალუნ დაფას მიმდევრები განიცდიან წამებას, უკანონო დაპატიმრებებს, იძულებითი სამუშაოს ჩათვლით, და ფსიქიატრიულ ზემოქმედებას. იმ ყველა ცნობილი შემთხვევებიდან შეტყობინებები წამების გამოყენებაზე, 66 პროცენტი დომინირებს ფალუნგუნი და ფალუნგუნის პრაქტიკის მიმდევრები, ისინი შეადგენენ შრომის ბანაკების მოსახლეობის ნახევარს. 2006 წლის დასაწყისში გაკეთებული იქნა განცხადებები, ცოცხალი ფალუნგუნის მიმდევრებისგან სისტემატიურად ორგანოების ამოცლის შესახებ. კანადის პარლამენტარების მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ, დაადასტურა ეს განცხადებები, დევიდ მეიტასის თანახმად, (ერთ-ერთი გამომძიებელი), მისი მტკიცებულებები „არ ყოფილა უარყოფილი“. ჟურნალი Christian Sciense Monitor აცხადებს, რომ მტკიცებულებების ჩამონათვალი არის სანდო და დამაჯერებელი.[9] ჟურნალ World Journal-ის სტატიაში ლაპარაკია იმაზე, რომ მაღალი დონის ჩინოვნიკებს უნდოდათ ჩაეხშოთ პრაქტიკა რამდენიმე წლის განმავლობაში, მაგრამ ვერ იპოვეს მიზეზი. ხშირად ისე ითვლებოდა, რომ ცზიან ცზემინი მნიშვნელოვნად პირადად არის პასუხისმგებელი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში, ფალუნგუნის მიმართ. მოყვანილი შესაძლო მოტივები შეიცავენ ცზიანის პირად შურისგებას ლი ხუნჯის მიმართ, სიავე, იდეური ბრძოლა, კომუნისტური პარტიის ხელისუფალის ბუნება, რომელმაც აღიქვა ფალუნ დაფას იდეა როგორც გამოწვევა.

დოკუმენტურ ფილმში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩკპ რეპრესეიების თემა ფალუნგუნით დაკავებულთა წინააღმდეგ გამოაშკარავდა რამდენიმე დოკუმენტურ ფილმში: „False Fire“ (2004), „Free China“ (2012), „Transcending Fear“ (2012).

ფალუნ დაფას მოძღვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფალუნ დაფას მოძვრება წარმოადგენს წიგნს, რომელიც შეეხება ციგუნის თემას, გვაცნობს ფალუნ დაფას პრინციპებს, მოყავს ილუსტრაციები და ვარჯიშების განმარტებები. ჩჟუან ფალუნი წარმოადგენს ფალუნ დაფას პრაქტიკის მთავარ წიგნს.

ფალუნ დაფა ეფუძნება სწავლებას, რაც ტრადიციულ ჩინურ კულტურაში ცნობილია როგორც «ფა» (დჰარმა), ან «დჰარმა და პრინციპები», რომელიც ფორმირებულია წიგნში ჩჟუან ფალუნში: „ბუდას კანონი ფალუნი“ — დიდი გზა თვითსრულყოფისა, ბუდას სისტემის უმაღლეს დონეზე, რომელშიც ხდება ასიმილირება სამყაროს ბუნების თვისებასთან, ჩჟენ-შან-ჟენი (ჭეშმარიტება, სიკეთე, მოთმინება), რომელიც წარმოადგენს თვითსრულყოფის პრაქტიკის საფუძველს. „ფალუნგუნი გვასწავლის, რომ ფა, ან ბუდას კანონი“, შეიძლება მხოლოდ სამი სიტყვით მოვიხსენიოთ — ჩჟენ 真, შან 善 და ჟენი 忍, რომლებიც, ითარგმნება როგორც „ჭეშმარიტება, სიკეთე (ან თანაგრძნობა) და მოთმინება“. სრულყოფილების პროცესი მდგომარეობს იმაში, რომ პრაქტიკით დაკავებული ასიმილირდება ჩჟენ, შან, ჩჟენთან. ფალუნ დაფას მოძღვრება ფორმირებულია ორ მთავარ პრაქტიკის წიგნებში — ფალუნგუნი და ჩჟუან ფალუნი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]