უჩალის მეჩეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უჩალის მეჩეთი
უჩალის მეჩეთი — რუსეთი
უჩალის მეჩეთი
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება ისლამი
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია ბაშკირეთი
ადგილმდებარეობა უფა
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი მოდერნისტული
თარიღდება 1990

უჩალის მეჩეთი — მეჩეთი ბაშკირეთის რესპუბლიკის ქალაქ უჩალში, რუსეთის ფედერაცია[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1994 წელს ქალაქ უჩალის მუსულმანური რელიგიური ორგანიზაციის ინიციატივითა და უჩალის სამთო-გადამამუშავებელი კომბინატისა და კერძო პირების შემოწირულობით ააგეს უჩალის მეჩეთი. მეჩეთი იმყოფება ბაშკირეთის რესპუბლიკის მუსულმანთა სასულიერო ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში და მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში.

არქიტექტურული თვალსაზრისით მეჩეთი რთული დაგეგმარების ორსართულიანი ნაგებობაა, რომლის ერთი მინარეთის სიმაღლეც შეადგენს 27 მეტრს. მინარეთი ერთიარუსიანია და მიშენებულია მეჩეთის შენობაზე.

მეჩეთში ორი სამლოცველო დარბაზია. მისი კედლები დაფარულია გამონათქვამებით ყურანიდან და გაფორმებულია ბაშკირული ორნამენტებით.

უჩალის მეჩეთში მუშაობს არაბული ენის შემსწავლელი კურსები. ასწავლიან ისლამის საფუძვლებს ბავშვებსა და მოზარდებს.

ქალაქ უჩალის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს შეადგენენ ბაშკირები, რის გამოც ქალაქში აგებულია სხვა მეჩეთიც. მეორე მეჩეთი აგებულია ქალაქის გარეუბანში. აღნიშნული მეჩეთი ატარებს ზაინულა იშანის სახელს[2]. ზაინულა იშანის სახელობის მეჩეთს აქვს სამი მინარეთი, რომელთაგანაც ერთ-ერთის სიმაღლე 20 მეტრს შეადგენს.

იმამ-ხათიბები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1994-1997 — ი. მუჰამედიანოვი.
  • 1997-2006 — ვ. ტაჯეტდინოვი.
  • 2006-2010 — დ. აჰმადიევი.
  • 2010-დან — ი. მაზიტოვი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Башкирская энциклопедия - Башкирская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-04. ციტირების თარიღი: 2016-12-20.
  2. http://islamcenter.ru/?item=868