ტაიხუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტაიხუ
ტბა ტაიხუ
ტბა ტაიხუ
კოორდინატები: 31°14′ ჩ. გ. 120°08′ ა. გ. / 31.233° ჩ. გ. 120.133° ა. გ. / 31.233; 120.133
მდებარეობა ჩინეთის დროშა ჩინეთი
სიმაღლე ზღვის დონიდან 17 
სიგრძე 60 კმ
სიგანე 45 კმ
ფართობი 2250 კმ²
საშუალო სიღრმე
მაქსიმალური სიღრმე 12 
ტაიხუ — ჩინეთი
ტაიხუ

ტაიხუ[1] — ტბა ჩინეთში. განლაგებულია მდინარე იანძიდან სამხრეთით და ჩინეთის დიდი არხიდან დასავლეთით, რომელთანაც დაკავშირებულია მცირე მდინარეების სისტემით. ვრცელდება აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვის სანაპიროდან 90-100 კმ-ში, ხოლო ჩინეთის დიდი არხის სამხრეთ ბოლოდან 100 კმ-ში.[2] ტაიხუ გაწოლილია ზღვის დონიდან 17 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 2250 კმ², სიგრძე დაახლოებით 60 კმ, სიგანე 45 კმ-მდე. მაქსიმალური სიღრმე 12 მ. წყლიანობის პერიოდის გათვალისწინებით ტბის ზომები ძლიერ იცვლება. ზაფხულის წვიმების დროს წყალუხვია, ხოლო ზამთარში წყალმარჩხია. ტბა მტკნარია. იყენებენ ბრინჯის ნათესების მოსარწყავად. მდიდარია თევზით. არ იყინება. სანაოსნოა.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]