SOIUSA

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
SOIUSA — ალპების სისტემის საერთაშორისო ოროგრაფიული სტანდარტიზებული დაყოფა, რომელიც შეიმუშავა სერჯო მარაციმ

SOIUSA (იტალ. Suddivisione Orografica Internazionale Unificata del Sistema Alpino; ალპების სისტემის საერთაშორისო ოროგრაფიული სტანდარტიზებული დაყოფა) — ალპების კლასიფიკაციის სისტემა, რომელიც დაფუძნებულია გეოგრაფიულ და ტოპონიმიკურ შეხედულებაზე. შეიმუშავა იტალიელმა მკვლევარმა და ალპების ოროგრაფიული ატლასის ავტორმა სერჯო მარაციმ.[1]

SOIUSA წარმოადგენს ალპების რელიეფის მარაცისეულ ინტერპრეტაციას და განიხილება როგორც იტალიის ეროვნული გეოგრაფიული კომიტეტის მიერ მიღებული Partizione delle Alpi-ის შემცვლელი.[2] SOIUSA ეფუძნება ევროპის გეოგრაფიული ლიტერატურის ანგარიშებსა და სხვადასხვა ეროვნული კლასიფიკაციის სისტემების სტანდარტებს. SOIUSA საჯაროდ წარადგინეს იტალიის ალპური კლუბის მიერ ორგანიზებულ მილანის კონფერენციაზე 2006 წლის 6 აპრილს.[3] SOIUSA-ს საფუძვლად უდევს გეოლოგიური, ჰიდროგეოლოგიური, გეომორფოლოგიური და ბოტანიკურ-გეოგრაფიული ასპექტი. ამ სისტემის მიხედვით ალპები იყოფა ორ ნაწილად: დასავლეთი ალპები და აღმოსავლეთი ალპები.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Sergio Marazzi, Atlante orografico delle Alpi. Soiusa. Suddivisione orografica internazionale unificata del Sistema Alpino, Priuli & Verlucca, 2005
  2. Archivio veneto, VV.AA., Deputazione di storia patria per le Venezie, 1971
  3. Milano: con il patrocinio del CAI presentato l'Atlante Origrafico delle Alpi, notice about the book presentation, Press Office of the Italian Alpine Club,
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=SOIUSA&oldid=4549522“-დან