ულისი (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ულისი ერევანი
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი ულისი ერევანი
მოკლე სახელი ულისი
დაარსდა 2000
სტადიონი ერევნის რესპუბლიკური სტადიონი
ერევანი, სომხეთი
(ტევადობა: 14 403)
პრეზიდენტი სომხეთის დროშა ჰენრიხ კაზანჯიანი
მწვრთნელი სომხეთის დროშა გაგიკ სიმონიანი
კაპიტანი არმენ ტიგრანიანი
ლიგა პრემიერ-ლიგა
2014-15 მე-2 ადგილი
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

საფეხბურთო კლუბი ულისი (სომხ. Ուլիս Ֆուտբոլային Ակումբ) — სომხური საფეხბურთო კლუბი ქალაქ ერევნიდან, რომელიც თამაშობს სომხეთის პრემიერლიგაში. დღესდღეობით, ერევნული კლუბის საშინაო მოედნად ერევანში მდებარე რესპუბლიკური სტადიონი ითვლება, რომელიც 14 403 გულშემატკივარს იტევს.

„ულისი“ დაარსებულია 2000 წელს. როგორც სხვა კლუბებს, მასაც ჰყავს მე-2 გუნდი, რომელიც სომხეთის პირველ ლიგაში თამაშობს. 2014-2015 წლების სეზონი „ულისმა“ მე-2 ადგილზე დაასრულა.

საფეხბურთო კლუბი ეკუთვნის სომეხ ბიზნესმენს, ჰენრიხ კაზანჯიანს, ხოლო გუნდის მთავარი მწვრთნელი გაგიკ სიმონიანია. „ულისის“ კაპიტანი არის არმენ ტიგრანიანი.

ერევნულმა საფეხბურთო კლუბმა დღემდე სახელი ორჯერ შეიცვალა. თავდაპირველად, იგი დინამო-2000-ის სახელით დაარსდა. 2004 წელს ს. კ. დინამო-ზენიტი გახდა, ხოლო 2006 წლიდან დღევანდელ სახელს ატარებს.

ამჟამად, ერევნის „ულისის“ შემადგენლობაში 12 ლეგიონერია. აქედან 6 რუსია. კლუბში აგრეთვე თამაშობს სამი ქართველი ფეხბურთელი: დავით ლომაია, ბესიკ ჩიმაკაძე და გიორგი კაჭკაჭიშვილი.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხეთის საფეხბურთო პრემიერლიგა

  • Gold medal icon.svg გამარჯვებული (1) — 2011
  • Silver medal icon.svg მე-2 ადგილოსანი (1) — 2014-2015

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]