შინაარსზე გადასვლა

ალაშკერტი (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალაშკერტი
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი ალაშკერტი
მეტსახელი თეთრი არწივები
დაარსდა 1990, (აღდგა 2011)
სტადიონი ალაშკერტი
ერევანი, სომხეთი
(ტევადობა: 6 850)
პრეზიდენტი სომხეთის დროშა ბაგრატ ნავოიანი
მწვრთნელი სომხეთის დროშა აბრაჰამ ხაშმანიანი
ლიგა სომხეთის პრემიერლიგა
2024-25 მე-9
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

საფეხბურთო კლუბი ალაშკერტი (სომხ. Ալաշկերտ Ֆուտբոլային Ակումբ) — სომხური საფეხბურთო კლუბი ქალაქ ერევანში. დაარსდა 1990 წელს, მარტუნში. ასპარეზობს სომხეთის პრემიერლიგაში.

კლუბი დაარსდა 1990 წელს გეღარქუნიქის პროვინციის ქალაქ მარტუნში. სომხეთის პრემიერლიგაში პირველად ითამაშა 1992 წელს, 24 კლუბიან ჩემპიონატში დაიკავა ბოლო ადგილი და დაქვეითდა სომხეთის პირველ ლიგაში.

6 წლიანი უთამაშებლობის შემდეგ კლუბი დაუბრუნდა ქვეყნის ჩემპიონატს, 1998 წლის სეზონში, პირველი ლიგის გათამაშებაში დაიკავა მე-6 ადგილი. შემდეგ, 1999 წლის სეზონში ჩემპიონატში მონაწილეობა აღარ მიუღია. მოგვიანებით, 2000 წელს კლუბი დაიშალა.

2011 წლის ბოლოს, „ალაშკერტი“ აღადგინა გამოჩენილმა ბიზნესმენმა და მეწარმემ ბაგრატ ნავოსიანმა, რომელიც წარმოშობით მარტუნიდან არის. მწვრთნელად დაინიშნა წარსულში ცნობილი სომეხი ფეხბურთელი ალბერტ სარქისიანი, რომელმაც მოკლე დროში შეძლო გუნდის შეკრება, დაიმატა ახალგაზრდა ფეხბურთელები ადგილობრივი სკოლებიდან, ასევე „პიუნიკიდან“ და „მიკადან“. 2012-13 წლების სეზონში კლუბი შეუერთდა სომხეთის პირველ ლიგას, სადაც შეძლო პირველი ადგილის მოპოვება. საშინაო მატჩებს ატარებდა ერევანში, ნაირის სტადიონზე. მარტუნის ცენტრალური სტადიონის რეკონსტრუქციის შემდეგ კლუბი დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში.

2013 წლის თებერვალში კლუბმა შეიძინა ერევანში მდებარე ნაირის სტადიონი, რომელიც კლუბის ძირითადი სტადიონი გახდა. შედეგად 2013-14 წლების სეზონისთვის კლუბმა შეიცვალა ადგილმდებარეობა, მარტუნიდან გადავიდა ერევანში.

ტურნირი გტ გშ +-
ევროპის ლიგა 4 2 0 2 4 6 (−2)
სეზონი ტურნირი ეტაპი მოწინააღმდეგე შინ გასვლითი ჯამში
2015–16 უეფა-ს ევროპის ლიგა 1-ლი საკ. ეტაპი შოტლანდიის დროშა სენტ ჯონსტონი 1–0 1–2 2–2 (ს.)
მე-2 საკ. ეტაპი ყაზახეთის დროშა კაირათი 2–1 0–3 2–4

„ალაშკერტის“ სტატისტიკა სომხეთის ჩემპიონატებში[1]

წელი სახელი დივიზიონი პოზიცია გტ გშ
1990ალაშკერტისომხეთის სსრ-ის ჩემპიონატი17308715427423
1991173812422517928
1992სომხეთის პრემიერლიგა24225215385812
1993–97-მონაწილეობა არ მიუღია--------
1998ალაშკერტისომხეთის პირველი ლიგა624987302535
199910XXXXXXXXXXXXXX
2000–11-მონაწილეობა არ მიუღია--------
2012–13ალაშკერტისომხეთის პირველი ლიგა1362466803178
2013–14სომხეთის პრემიერლიგა8286616386924
2014–15სომხეთის პრემიერლიგა42810810323538

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]