უკადრისა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
უკადრისა
Impatiens balsamina Garden Balsam ბალზამური უკადრისა (2).jpg
ბალზამური უკადრისა (Impatiens balsamina) თბილისში
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  მანანასნაირნი
ოჯახი:  უკადრისასებრნი
გვარი:  უკადრისა
ლათინური სახელი
Impatiens L., 1753
სინონიმები
  • Balsamina Mill., 1754
  • Semeiocardium Zoll., 1858
  • Trimorphopetalum Baker, 1887

უკადრისა (ლათ. Impatiens) — მცენარეთა გვარი უკადრისასებრთა ოჯახისა. ბალახებია. ღერო ხორცოვანი და ხშირად გამჭვირვალეა. მორიგეობით განლაგებული მარტივი ფოთლები აქვთ. მწიფე ნაყოფი შეხებისას ერთბაშად იხსნება საგდულებით (სახელიც ამიტომ შეერქვა), რომლებიც სწრაფად იგრიხება და თესლს გამოტყორცნის.

გვარში 400-მდე სახეობაა. გავრცელებულია უმეტესად ტროპიკულ აზიასა და აფრიკაში, მცირე ნაწილი — ევროპასა და ამერიკაში. საქართველოში ველურად გვხვდება მხოლოდ 1 — ჩვეულებრივი უკადრისა (ლათ. Impatiens noli-tangere); ყვითელი ყვავილები აქვს, ხარობს დაჩრდილულ ტყეში, ბუჩქნარებს შორის.

თაფლოვანი და სამკურნალო მცენარეა. ყვავილი შეიცავს ყვითელ საღებავს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]