უკადრისასებრნი
იერსახე
| უკადრისასებრნი | ||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
Impatiens glandulifera | ||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||||
| Balsaminaceae A.Rich., nom. cons., 1822 | ||||||||||||||
| სინონიმები | ||||||||||||||
| ||||||||||||||
უკადრისასებრნი (ლათ. Balsaminaceae) — ორლებნიან ფურცლებგანცალკევებულ ბალახოვან მცენარეთა ოჯახი.
მარტივფოთლებიანი მცენარეებია. აქვთ წვნიანი და მეტ-ნაკლებად გამჭვირვალე ღერო, ზიგომორფული ყვავილი, 5-ნაკვთიანი ჯამი, მათგან ქვედა წარზიდულია დეზად. ნაყოფი წვნიანი კოლოფია.
აერთიანებს 4 გვარის 450-მდე სახეობას. გავრცელებული არიან ძირითადად ტროპიკულ აზიასა და აფრიკაში. ძირითადი გვარია უკადრისა. უკადრისასებრთა ბევრ სახეობას აშენებენ კულტურაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 119.