ჩვეულებრივი უკადრისა
იერსახე
ჩვეულებრივი უკადრისა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Impatiens noli-tangere L., 1753 | |||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||
| |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 64314907 | |||||||||||||||
|
ჩვეულებრივი უკადრისა[1] (ლათ. Impatiens noli-tangere) — ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე უკადრისასებრთა ოჯახისა. აქვს სწორად მდგომი, დატოტვილი, 40–100 სმ სიმაღლის, მუხლებში გამსხვილებული ღერო. ლეგა მწვანეა, კვერცხისებური ან ელიფსური, მსხვილბლაგვკბილა ფოთლები; ზედები თითქმის მჯდომარეა, ქვედევი — გრძელყუნწიანი. ყვავილები იღლიურია, დიდი ზომის, ყვითელი, ქვედა, განაპირა ნაკვთები გაფართოებულია, შუა კი — წაწვეტებული. ხახა მოწითალო ლაქებითაა დაფარული. ყვავის ივნის-აგვისტოში, ნაყოფმსხმოიარობს სექტემბერში. გავრცელებულია კავკასიაში, სამხრეთ ევროპაში, მცირე და აღმოსავლეთ აზიაში. გვხვდება თითქმის მთელ საქართველოში. იზრდება ტყეებსა და ბუჩქნარებში, დამახასიათებელია დაჩრდილული, ტენიანი ადგილებისათვის.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ხინთიბიძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 119.
- ↑ სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 74.