უილიამ ლევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უილიამ ლევი
დაბადების სახელი უილიამ გუტიერეს ლევი
დაბადების თარიღი 29 აგვისტო, 1980 (1980-08-29) (43 წლის)
კუბა
სხვა სახელები ვილი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2005 - 2011
რელიგია კათოლიკე
მეუღლე(ები) ელიზაბეტ გუტიერესი

უილიამ ლევი (დ. 29 აგვისტო, 1980) — კუბელი მსახიობი.

ადრეული წლები და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1980 წლის 29 აგვისტოს კუბაში. ლევი 14 წლის ასაკში მაიამიში გადავიდა. სწავლობდა საშუალო სკოლაში, რის შემდეგაც შეისწავლა ბიზნესის მართვა. ამის შემდგომ ლევი ლოს-ანჯელესში გაემგზავრა, რათა სამსახიობო ხელოვნება შეესწავლა და მსახიობობა განაგძო მაიამისა და მექსიკაში .

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლევი მუშაობდა მოდელად სააგენტოსთვის Next Models და მოგვიანებით მონაწილეობდა ორ რეალითი შოუში Isla de la Tentación და Protagonistas de Novela 2, რომლებიც გადიოდა Telemundo-ს ეთერში. მისი დებიუტი ესპანურ ენოვან არხ Univision -ზე შედგა Venevision International სერიალით Olvidarte Jamas. მოგვიანებით ის გამოჩნდა სერიალებში Mi Vida Eres Tu და Acorralada.2008 წელს მან ითამაშა პირველ ფილმში სახელწოდებით Retazos de Vida.

პროდიუსერმა კარლა ესტრადამ იგი მიიწვია სერიალში Pasión სათამაშოდ, რის შემდეგაც ლევიმ ითამაშა მთავარი როლი Televisa-ს სერიალში Cuidado con el Angel მექსიკელ მომღერალ და სახიობ მაიტე პერონი-თან ერთად. სერიალი დაიწყო მექსიკაში 2008 წლის ივნისში, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში სექტემბერში Univision-ზე. სერიალს ყოველ საღამოს საშუალოდ 45.7 მილიონი მაყურებელი ჰყავდა.

2009 წელს ლევიმ ითამაშა ტელენოველაში Sortilegio, სადაც პარტნიორობას უწევდა მსახიობი ჟაკლინ ბრაკამონტესი.

2010-2011 წელს ლევიმ შეასრულა მთავარი როლი სერიალში Triunfo del Amor, სადაც მას პარტნიორობა ისევ მაიტე პერონმა გაუწია. 2010 წელს ლევიმ ასევე ითამაშა პოპულარულ მექსიკურ სერიალში Mujeres Asesinas. უილიამ ლევი თამაშობს Jennifer Lopez-ის მეგობარ მამაკაცს მუსიკალურ კლიპში I'm Into You.

მსახიობი აგრეთვე მოხვდა ჟურნალ People en Español გარეკანზე, რომელმაც ლევი წლის სექსუალური მამაკაცთა სიაში დაასახელა. 2013 წელს მსახიობმა ასევე ითამაშა სერიალ "შტორმში" სადაც პარტნიორობას ხიმენა ნავარეტე უწევდა.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2003 წელს მან სასიყვარულო ურთიერთობა მექსიკელ-ამერიკელ მსახიობ ელიზაბეტ გუტიერესთან, რომელიც გაიცნო რეალითი შოუ Protagonistas de Novela 2-ში. 2006 წელს წყვილს შეეძინა პირველი შვილი ქრისტოფერ ალექსანდერი, ხოლო 2010 წელს გოგონა კეილი ალექსანდრა. 2011 წელს პრესაში გავრცელდა ინფორმაცია მათი დაშორების შესახებ, თუმცა წყვილი დღემდე ერთადაა.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ფილმი გმირი
2005 შენ ჩემი ცხოვრება ხარ ფედერიკო
2006 არასოდეს დამივიწყო ხერმანი
2007 მიმწყვდეული ლარი
2007-2008 ვნება ვასკო
2008-2009 უფრთხილდით ანგელოზს ხუან მიგელი სან რომანი
2009 მოჯადოებული ალეხანდრო
2010 მკვლელი ქალები კონდე ფონსი
2010-2011 დამალული სიმართლე მაქსიმილიანო სანდოვალი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]