მაიტე პერონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაიტე პერონი
MaitePerroniBeorlegui.jpg
მაიტე პერონი კონცერტის დროს, ესპანეთში
დაბ. ადგილი მეხიკო, მექსიკა
დაბ. თარიღი 9 მარტი, 1983 (1983-03-09) (31 წლის)
საქმიანობა მსახიობი, მომღერალი
ვებ-გვერდი MaitePerroni.com

მაიტე პერონი (დ. 9 მარტი 1983)[1]მექსიკელი მსახიობი და მომღერალი/სიმღერების ავტორი. ცნობილია სერიალებში Rebelde (2004), Cuidado con el Ángel (2008), Mi Pecado (2009), Triunfo del Amor (2010) და Cachito de Cielo (2012). განსახიერებული როლებით. საერთაშორისო წარმატება მოიპოვა ლათინური გრემის ნომინანტ ჯგუფ RBD-სთან ერთად. 2009 და 2011 წლებში დასახელდა საპნის ოპერების ახალ დედოფლად.[2]

ბიოგრაფია[რედაქტირება]

მაიტე პერონი დაიბადა მეხიკოში. მამამისის სამსახურის გამო ოჯახი ხალისკოს შტატში ქალაქ გვადალახარაში გადასახლდა და იქ ცხოვრობდნენ თორმეტი წლის განმავლობაში. მაიტეს ჰყავს ორი ძმა: ადოლფო (რომელიც მასზე სამი წლით უმცროსია) და ფრანცისკო (რომელიც მასზე 9 წლით უმცროსია).

კარიერა[რედაქტირება]

2000-2002 წლებში სწავლობდა ტელევისას აკადემიაში მაიტეს დებიუტი იყო სერიალი „მეამბოხეები“, რომელიც არის არგენტინული სერიალის „მეამბოხე სული“-ს გადამუშავებული ვერსია. მაიტე განასახიერებდა გვადალუპე (ლუპიტა) ფერნანდესს, თინეიჯერ გოგონას დაბალი ფენის ოჯახიდან, რომელსაც „Elite Way School“-ში სწავლის შანსი ჰქონდა. სერიალი მეამბოხეები მოიცავს 440 სერიას. 2007 წელს ტელევისამ გადაიღო „მეამბოხეები: ოჯახი“ სადაც მუსიკალური ჯგუფის „მეამბოხეების“ წევრები განასახიერებდნენ თავიანთ თავს. შოუ შედგება 13 სერიისგან. 2008 წელს მაიტემ დაიწო მუშაობა მთავარ როლზე სერიალში „უფრთხილდი ანგელოზს“ უილიამ ლევისთან და ლაურა ზაპატასთან ერთად. 2009 წელს მაიმ კონტრაქტი გააფორმა ხუან ოსორიოსთან, რათა ეთამაშა მის ნოველაში "ჩემი ცოდვა". რომელიც 110 სერიას მოიცავს. 2010 წლის ივნისში კი ის დათანხმდა, ითამაშოს სერიალ „მკვლელი ქალები“-ს მესამე სეზონში დიანა ბრაჩოს, ლუზ მარია აგილარსა, და მარკ თაჩერთან ერთად. მაიტეს სერიას ქვია „შავი ქვრივები“ 2010 წლიდან ის თამაშობს უილიამ ლევისთან ერთად სერიალში „სიყვარულის ტრიუმფი“, რომელიც სერიალ „სიყვარულის პრივილეგია“-ს გადამუშავებული ვერსიაა.

ჯილდოები[რედაქტირება]

2006 წელს მაიტემ მოიპოვა მისი პირველი ჯილდო Premios TVyNovelas საუკეთესო საუნდტრეკისთვის. 2009 წელს მაიტემ მოიგო წოდება „საუკეთესო ახალგაზრდა ქალი მსახიობი“ სერიალში „უფრთხილდი ანგელოზს“ თამაშისთვის. მას ასევე აღებული აქვს წოდება „წლის მდედრობითი აღმოჩენა“. 2009 წელს დაიმსახურა „ახალგაზრდული ჯილდო“ ნომინაციაში „ჩემი ოცნების გოგონა“. ჟურნალებმა Quien,OK ,H para Hombres ,Caras y Maxim მაიტე დაასახელეს ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ და სექსუალურ ქალად. 2009 წელს მაიტე მოხვდა Los 50 Más Bellos სიაში რომელიც People en Español-მა გამოაქვეყნა. ის ამ სიაში 2010 წელსაც დომინირებდა. მაიტეს მისმა თაყვანისმცემლებმა და უნივისიონის არხმა შეარქვეს ტელენოველების დედოფალი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]