ელიზაბეთ გუტიერესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ელიზაბეთ გუტიერესი
Elizabeth Gutierrez.jpg
დაბ. სახელი ელიზაბეთ გუტიერესი
დაბ. თარიღი 1 აპრილი, 1979 (1979-04-01) (40 წლის)
კალიფორნია, ლოს-ანჯელესი
სხვა სახელები ელი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2005 - დღემდე
რელიგია კათოლიკე
მეუღლე(ები) უილიამ ლევი

ელიზაბეთ გუტიერესი ინგლ. Elizabeth Gutiérrez Nevárez (დ. 1 აპრილი, 1979, კალიფორნია) — მექსიკელ-ამერიკელი მსახიობი და მოდელი.

ელიზაბეთ გუტიერესმა ბავშვობა ქალაქ ლოს-ანჯელესში გაატაარა. ელი (როგორც მას ახლობლები ეძახიან) საზოგადოებისთვის ცნობილი 2003 წელს გახდა, როდესაც რეალითი-შოუ „სერიალების გმირებში“ (Protagonistas de novela) მიიღო მონაწილეობა. მასთან ერთად ამ გადაცემაში მისი მომავალი მეუღლე უილიამ ლევი (ხუან მიგელი - „უფრთხილდი ანგელოზს“) მონაწილეობდა. 2005 წელს ელიზაბეთმა თავისი მსახიობური ცხოვრება დაიწყო და ვენევისიონის სერიალში „დამივიწყე სამუდამოდ“ (Olvidarte jamás) ითამაშა, სადაც ექსცენტრიული იზაბელა განასახიერა და პარტნიორობა გაუწია მსახიობებს: სონია სმიტი (ელენა - ”სხვისი ცოდვები”, დანა - ”სად არის ელისა?”), გაბრიელ პორასი (მარიანო ალტამირა - ”სად არის ელისა?”, დანიელი 2 - ”პრისიონერა”, ლეონარდო სისნეროსი - ”დედა მთვარე”, რიკი მონტანა - ”ანელიას სახე”) და სხვებს.

უკვე 2006–2007 წლებში კიდევ ერთ გახმაურებული საპნის ოპერიდან მიიღო შეთავაზება და „ბედის მძევალში“ (Acorralada) პაოლა ირასაბალი განასახიერა. 2007 წლის მიწურულს ვენევისიონის კიდევ ერთ სერიალში „ნაყიდი სიყვარული“ (Amor Comprado) მიიღო მონაწილეობა სადაც მთავარი გმირი მარიანა განასახიერა.

ამის შემდეგ ელიმ უკვე კომპანია ტელემუნდოში გადაინაცვლა, სადაც მან მსოფლიოს მასშტაბით გაითქვა სახელი, როდესაც „ანელიას სახეში“ (El rostro de Analía) ანელია/მარიანას როლი განასახიერა. ამ როლით ის ყველაზე ძვირად ღირებული მსახიობების სიაშიც მოხვდა. ანელიას სახემ მრავალი ქვეყანა მოიარა და ყველგან დიდი პოპულარობა მოიპოვა როგორც სერიალმა, ასევე თავად მსახიობმაც. უამრავ ქვეყანაში ელისაბეტ ს ფორუმები, საიტები და ფან-კლუბები გაუხსნეს. ანელიას შემდეგ ელიმ ტელევისას სერიალ „ველური გულის“ (Corazón salvaje) რიმეიქში როსენდა განასახიერა, შემდეგ კი ელისაბეტ ი კვლავ ტელემუნდოს დაუბრუნდა და სერიალში „ელენას მოჩვენება“ (El Fantasma de Elena) მიიღო მონაწილეობა.

ელიზაბეთის მეუღლე იყო უილიამ ლევი. მათ ჰყავთ ორი პატარა შვილი: კრისტოფერ ალექსანდერი და კეილი ალექსანდრა ლევი.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ფილმი გმირი
2012 შურისძიების სახე მარიანა
2010 ელენას მოჩვენება ელენა ლაფე
2009-2010 ველური გული როსენდა მონტეს დე ოკა
2008-2009 ანალიას სახე ანალია მონკადა / მარიანა მონტიელი
2007-2008 ნაყიდი სიყვარული მარიანა გონსალესი
2006-2007 მიმწყვდეული პაულა ირასაბალი
2006 დამივიწყე სამუდამოდ ისაბელა

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]