შინაარსზე გადასვლა

უზუნ-ობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უზუნ-ობა (აზერ. Uzun oba) — დასახლება აზერბაიჯანში. განლაგებულია ნახიჩევანჩაის მარჯვენა სანაპიროზე, ბაბექის რაიონის სოფელ აშაღი-უზუნობას მახლობლად.

დასახლება შესწავლილ იქნა 2015 წელს საერთაშორისო აზერბაიჯანულ-ფრანგული არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ვალი ბახშალიევისა და კატრინ მარონის ხელმძღვანელობით. ჩატარებული გათხრების შედეგად 2 მ სიღრმეზე აღმოაჩინეს კულტურული ფენა. დასახლება შესწავლილია მხოლოდ არქეოლოგიური დაზვერვის დონეზე. გათხრების შედეგად ძეგლის აღმოსავლეთ ფერდობზე წარმოიშვა 2 მ სიგრძის სტრატიგრაფიული ჭრილი, რომელიც 2,5 მ სიღრმეზე არსებულ კულტურულ ფენაზე დაკვირვების საშუალებას იძლევა. გათხრების დროს ნაპოვნი შეღებილი კერამიკის ნატეხები, რომლებიც თარიღდება ძვ. წ. V ათასწლეულის პირველი ნახევრით, მეტყველებს იმაზე, რომ აქ აღმოჩენილი კულტურული ფენა ამავე პერიოდს, ანუ ძვ. წ. V ათასწლეულის პირველ ნახევარს მიეკუთვნება, რაც ამ რეგიონისთვის მეტისმეტად იშვიათია.[1]

  1. Бахшалиев В.Б. Исследование энеолитических памятников Сирабчайской и Нахчыванчайской долин. Problems of the Archaeology of the Caucasus and Near East. Neolithic - Late Bronze Age. Baku: Институт археологии и этнографии. 2017, с. 108-121.