ოტაგოს რეგიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ოტაგოს რეგიონი
ინგლ. Otago Region
დროშა
Flag of Otago.svg

ქვეყანა ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
ადმ. ცენტრი დანიდინი
შიდა დაყოფა Waitaki District, დანიდინი, Central Otago District, Queenstown-Lakes District და Clutha District
კოორდინატები 45°53′00″ ს. გ. 170°30′00″ ა. გ. / 45.88333° ს. გ. 170.50000° ა. გ. / -45.88333; 170.50000
დაარსდა 1852
ფართობი 31 241 კმ²
მოსახლეობა 202 467 კაცი (2013)
სიმჭიდროვე 6,8 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+12:00]]
ISO 3166 კოდი NZ-OTA[1]
ოფიციალური საიტი otago.co.nz
Otago in New Zealand.svg

ოტაგო (ინგლ. Otago Region) — ახალი ზელანდიის ერთ-ერთი ადმინისტრაციული რეგიონი. მდებარეობს სამხრეთ კუნძულზე. ფართობი დაახლოებით 32 000 კმ²-ს შეადგენს და ამ მხრივ ის მესამე უდიდესია ქვეყნის სხვა რეგიონებს შორის.[2] 2013 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 202 467 ადამანია.

სახელი „ოტაგო“ მაორული წარმოშობისაა. მისი მნიშვნელობა საკამათოა, თუმცა უფრო გავრცელებული ვარიანტებია „იზოლირებული სოფელი“ და „დედამიწის წითელი ადგილი“, რაც აქ გავრცელებულ წითელ თიხებზე მიუთითებს. ასევე ოტაგო ეწოდება ძველ ევროპულ დასახლებას, რომელიც 1831 წელს დაარსდა.

რეგიონის მთავარი მდინარეები და ქვეყნის ჰიდროენერგიის უმნიშვნელოვანესი წყაროებია უაიტაკი და კლუთა. ყოფილი ოტაგოს პროვინციის ზოგიერთი ნაწილი დღეს ადმინისტრაციულად საუთლანდის რეგიონის შემადგენლობაში შედის.

ახალი ზელანდიის პირველი უნივერსიტეტი, ოტაგოს უნივერსიტეტი 1869 წელს ქალაქ დანიდინში დაარსდა, პროვინციული უნივერსიტეტის სახით.

ცენტრალურ ოტაგოში წარმოებულ ღვინოებს მსოფლიო მასშტაბით არაერთი აღიარება აქვს მოპოვებული. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯიში პინო-ნუარი.[3]

რეგიონს მართავს ოტაგოს რეგიონული საბჭო.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. MusicBrainz — 2000.
  2. About the Otago region. Otago Regional Council.
  3. Central Otago wine success at home and abroad (2006-11-11). წაკითხვის თარიღი: 2007-10-09.