შინაარსზე გადასვლა

ტყავიანი კუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტყავიანი კუ

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ქვეწარმავლები
რიგი:  ზღვის კუები
სახეობა:  ტყავიანი კუ
ლათინური სახელი
Dermochelys coriacea
დაცვის სტატუსი
მოწყვლადი
მოწყვლადი
IUCN 3.1 Vulnerable : 6494
გავრცელება

  კვერცხდების ძირითადი ადგილები
  კვერცხდების სხვა ადგილები

ტყავიანი კუ (ლათ. Dermochelys coriacea) — ქვეწარმავალი ზღვის კუების რიგისა. თანამედროვე კუებს შორის ტანად ყველაზე დიდია. მისი სხეულის სიგრძეა 2 , მასა — 600 კგ-მდეა. კიდურები ფარფლების ტიპისაა, გაშლილი 3 მ-ს აღწევს. ზურგის ფარი შედგება რამდენიმე ასეული წვრილი ძვლოვანი ფირფიტისაგან, რომლებიც არ არის დაკავშირებული ხერხემალსა და ნეკნებთან. ზედა ყბის ყოველ მხარეზე თითო მახვილი კბილია. გავრცელებულია ყველა ტროპიკულ ზღვაში, სადაც ტიპურ პელაგიურ ცხოვრებას ეწევა. იკვებება ზღვის ცხოველებითა და მცენარეებით. გასამრავლებლად ხმელეთზე ამოდის. აქვს გემრიელი ხორცი, თუმცა არის მისგან მოწამვლის შემთხვევები. უსისტემო ნადირობის გამო ამჟამად ტყავიანი კუ საკმაოდ იშვიათად გვხვდება.