ტრშებიჩის წმინდა პროკოფის ბაზილიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტრშებიჩის წმინდა პროკოფის ბაზილიკა*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iii
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 49°13′01″ ჩ. გ. 15°52′25″ ა. გ. / 49.21694° ჩ. გ. 15.87361° ა. გ. / 49.21694; 15.87361
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2003  (27-ე სესია)
ნომერი 1052
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1052
ინგლ.რუს.ფრ.

წმინდა პროკოფის ბაზილიკა (ჩეხ. Bazilika svatého Prokopa) — რომანულ-გოტიკური სტილის ქრისტიანული ეკლესია ჩეხეთის ქალაქ ტრშებიჩში. აშენდა 1240-1280 წლებში, ბენედიქტელთა მონასტრის ღვთისმშობლის სახელობის სამლოცველოს ადგილას. 2002 წელს გაფორმდა ჩეხეთის ეროვნულ-კულტურულ მონუმენტად, როგორც „წმინდა პროკოფის მონასტრის" ნაწილი. 2003 წელს კი ტრშებიჩის ებრაულ კვარტალთან ერთად შევიდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

თავდაპირველად ბაზილიკა ღვთისმშობლის მიძინების სახელობისა იყო, წმინდა პროკოფის სახელზე კი აშენებიდან 500 წლის იუბილეზე, 1704 წელს იკურთხა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]