შინაარსზე გადასვლა

ოლომოუცის წმინდა სამების კოლონა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოლომოუცის წმინდა სამების კოლონა
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსი მსოფლიო მემკვიდრეობა, part of national cultural heritage site in the Czech Republic და cultural monument of the Czech Republic
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები ჩეხეთის დროშა ჩეხეთი | ქვეყნის დროშა2 | name = ჩეხეთის დროშა ჩეხეთი | variant = | size =

}}
მსოფლიო მემკვიდრეობა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, iv
რეგიონი ევროპა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2000  (24-ე სესია)
ნომერი 859
Map
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 859
ინგლ.რუს.ფრ.

წმინდა სამების კოლონა (ჩეხ. Sloup Nejsvětější Trojice) — ბაროკოს სტილის მონუმენტი ჩეხეთის ქალაქ ოლომოუცში. აგებულია 17161754 წლებში, ღვთის სადიდებლად. მისი მთავარი მიზანი იყო კათოლიკური ეკლესიისა და მისი რწმენისადმი მიძღვნილი სანახაობრივი მონუმენტის შექმნა, რომელიც ნაწილობრივ გამოწვეული იყო იმ მადლიერების გრძნობით, რომელიც შავი ჭირის დასრულებას ახლდა თან. ეს ეპიდემია მორავიას 1714 - 1716 წლებში უტევდა. კოლონა ასევე იყო ადგილობრივი პატრიოტიზმის გამოხატულება, რომელმაც ქალაქის ყველა ხელოსანი, ხელოვანი თუ უბრალო მოქალაქე ერთად შეყარა მის ასაგებად. მასზე გამოსახული ყველა წმინდანი გარკვეულწილად დაკავშირებულია ოლომოუცთან.

კოლონა ჩეხეთის რესპუბლიკის ბაროკოს სტილის უდიდესი სკულპტურული ჯგუფია. 2000 წელს, ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა, როგორც „ცენტრალური ევროპის ბაროკოს ხელოვნების აპოგეის ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული ნიმუში".

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]