ტრირ-მიტე/გარტენფელდი
ტრირ-მიტე/გარტენფელდი — ქალაქ ტრირის (რაინლანდ-პფალცი) 19-დან ერთ-ერთი უბანი. აქ მცხოვრები მოსახლეობის რიცხვი (2005 წლის 31 დეკემბრის მონაცემების) ძველი ქალაქის („ტრირ-მიტე“) საზღვრებში 9 766 კაცს, ხოლო „გარტენფელდისა“ კი 3 073 კაცს შეადგენს.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტრირ-მიტე/გარტენფელდი ქალაქ ტრირის ისტორიულ ბირთვის ოფიციალური სახელწოდება. მიუხედავად ამისა, მოსახლეობა მას უბრალოდ ინნენშტადტსა (ქართ. – შიდაქალაქი, ან ქალაქის ცენტრი) და ალტშტადტსა (ქართ. – ძველი ქალაქი) უწოდებს.
დღევანდელი ალეენრინგის (ქართ. – ხეივნების წრიული, ან ხეივნების რგოლური) გასწვრივ შესაძლებელია შუასაუკუნეების ქალაქის პირვანდელი კედლის საზღვრებზე თვალის გადევნება. გარტენფელდის მიდამოების ქალაქგანაშენიანება XIX საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტრირ-მიტე/გარტენფელდში აღმოჩენილია რომაელთა დროიდან შემორჩენილი მრავალრიცხოვანი შენობა–ნაგებობა.
კულტურა და ღირსშესანიშნაობანი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტრირ-მიტე/გარტენფელდში მდებარეობს ძველი რომაული ტრირი (მსოფლიო კულტურის საგანძური) თავისი მრავალრიცხოვანი ძეგლებითურთ, როგორიცაა პორტა ნიგრა, წმ. პეტრეს ტაძარი, ნეტარი ქალის ეკლესია, კეისრის აბანოები, ბარაბარას აბანოები, ამფითეატრი, კონსტანტინეს ბაზილიკა, რომაული ხიდი.
კულტურული ღონისძიებები დროგამოშვებით ტარდება შტადტთეატრში, ე.წ. ოიროპაჰალესა და ტუფაში, ასევე პორტა ნიგრას წინ, მთავარ სავაჭრო მოედანსა და კორნმარქტზე მდებარე ღიაცისქვეშა საკონცერტო ფართებზე.
ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიმეონშრტრასეზე, ბროტშრტრასესა და ფლაიშშრტრასეზე მდებარე საფეხმავლო ზონები წარმოადგენენ ქალაქ ტრირის მთავარ სავაჭრო პასაჟებს. გარდა ამისა, ტრირ-მიტე/გარტენფელდში მდებარეობს ტრირის მთავარი მოედანი, კორნმარქტი, ფიმარქტი და პფერდემარქტი. ტრირ–ნორდის საზღვარზე მდებარეობს ტრირის რკინიგზის სადგური. ტრირ-მიტე/გარტენფელდში არის 8 პარკინგ–ჰაუსი, რომელთაგან თითოეულის ტევადობა 3 000–ზე მეტი მსუბუქი ავტომანქანაა. უბანში არის მრავალი სკოლა, რომელთა შორისაა პროფესიული სკოლებიც.
რეგულარული ღონისძიებებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ალტშადტფესტი (Altstadtfest = ქალაქის დღესასწაული)
- საახალწლო და ქალაქის მარათონები (Silvester- und Stadtlauf)
- ფესტივალი „ტრირი უკრავს“. (Festival "Trier spielt")
- ანტიკენფესტშპიელე (Antikenfestspiele = ანტიკური ზეიმი)
- „ბროთ უნდ შპიელე“ (Brot & Spiele)