ტოღნიანის მთავარანგელოზის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტოღნაღის მთავარანგელოზის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდელში, სოფელ ცენტრიდან ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 1 კილომეტრში.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტოღნაღის მთავარანგელოზის ეკლესია დარბაზული ტიპისაა, ნაგებია რიყის ქვის რეგულარული წყობით, რომელშიც ცალკეული ელემენტები აგურით არის გამოყვანილი. ასევე აგურითაა ნაგები საკურთხევლის კონქი. ეკლესიას ეტყობა მრავალგზის გადაკეთებისა და აღდგენის კვალი. ტაძარი აღმოსავლეთით დასრულებულია აფსიდით. აფსიდის ცენტრში თაღოვანი სარკმელია გაჭრილი, რომლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. საკურთხევლის შუაში ქვით ნაშენი ტრაპეზი დგას. კონქი ქართული აგურისაა. სამხრეთის კედლის აღმოსავლეთ ნაწილში მაღალი, სწორკუთხა ნიშაა. შესასვლელი ერთია დასავლეთიდან, რომლის ზემოთ თაღოვანი სარკმელია. ეკლესია კამარის გარეშეა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 26743