შინაარსზე გადასვლა

მერიან ფეითფული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მერიან ფეითფული

მერიან ფეითფული 1966 წელს
დაბადების სახელი მერიან ეველინ გებრიელ ფეითფული
დაბადების თარიღი 29 დეკემბერი, 1946
ჰამფსტედი, ლონდონი, ინგლისი
გარდაცვალების თარიღი 30 იანვარი, 2025 (78 წლის)
ლონდონი, ინგლისი
საქმიანობა
  • მომღერალი
  • სიმღერების ავტორი
  • მსახიობი
აქტიური 1964–2023
მეუღლე(ები)
  • ჯონ დანბარი (იქ. 1965–66)
  • ბენ ბრირლი (იქ. 1979–86)
  • ჯორჯო დელა ტერცა (იქ. 1988–91)
პარტნიორ(ებ)ი მიკ ჯაგერი (1966–70)
შვილ(ებ)ი 1 (ნიკოლას დანბარი)
მშობლები მამა: რობერტ გლინ ფეითფული
დედა: ევან ფონ ზახერ-მასოხი
ჟანრ(ებ)ი
ლეიბლ(ებ)ი
ასოციაციები
საიტი mariannefaithfull.org.uk

მერიან ეველინ გებრიელ ფეითფული (ინგლ. Marianne Evelyn Gabriel Faithfull; დ. 29 დეკემბერი, 1946 — გ. 30 იანვარი, 2025, ლონდონი, ინგლისი) — ინგლისელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი. პოპულარობა მოიპოვა 1960-იანებში, ჰიტური სინგლით „As Tears Go By“ და იქცა აშშ-ში ბრიტანული შემოჭრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქალ შემსრულებლად.

დაიბადა ჰამფსტედში (ლონდონი) და კარიერა 1964 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც მოხვდა როლინგ სტოუნზის ერთ-ერთ წვეულებაზე. ენდრიუ ლუგ ოლდემის, ჯგუფის მენეჯერის დახმარებით, გამოსცა „As Tears Go By“, რამაც საერთაშორისო წარმატება მოუპოვა. სადებიუტო ალბომმა Marianne Faithfull (1965) (რომელიც გამოვიდა იმავე დროს, რაც Come My Way) კომერციული წარმატება მოიპოვა, რასაც მოჰყვა Decca Records-ზე გამოცემული კიდევ რამდენიმე დისკი. 1966–1970 წლებში ჰქონდა ურთიერთობა მიკ ჯაგერთან. მისი პოპულარობა განამტკიცეს როლებმა ფილმებში „მისი სახელი არასოდეს დამავიწყდება“ (1967), „გოგონა მოტოციკლით“ (1968) და „ჰამლეტი“ (1969). 1970-იან წლებში მერიანს პირადი სირთულეები ჰქონდა, იყო ჰეროინის აქტიური მომხმარებელი, ალკოჰოლიკი და აწუხებდა ნერვული ანორექსია.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ფეითფული 1979 წელს, შემდგომში კრიტიკოსების მიერ აღიარებული Broken English-ით დაბრუნდა. ეს დისკი კომერციულად წარმატებული იყო და აღადგინა მომღერლის კარიერა. მას მოჰყვა მთელი რიგი სხვა წარმატებული ალბომების – Dangerous Acquaintances (1981), A Child's Adventure (1983) და Strange Weather (1987). ფეითფული არის სამი ავტობიოგრაფიის ავტორიც და VH1-ის „როკ-ენ-როლის 100 უდიდესი ქალბატონის“ სიაში შედის.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: