ერთხელ ამერიკაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ერთხელ ამერიკაში
Once Upon A Time In America1.jpg
ფილმის პოსტერი
რეჟისორი სერჯო ლეონე
პროდიუსერი არნონ მილჩენი
სცენარის ავტორი სერხიო ლეონი
პიერო დე ბერნანდი
ენრიკო მედიოლი
ფრანკო არკალი
ფრანკო ფერერი
ლეონარდო ბენვენუტი
სტუარტ მ. კამინსკი
ერნესტო გალსტადი
რომანი:
ჰარი გრეი
როლებში რობერტ დე ნირო
ჯეიმზ ვუდსი
ელიზაბეთ მაკგოვერნი
კომპოზიტორი ენიო მორიკონე
ოპერატორი ტონინო დელი კოლი
სტუდია Warner Bros.
გამოსვლის თარიღი 1 ივნისი, 1984
ხანგრძლივობა 320 წთ
ქვეყანა იტალია
აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $20 მილიონი (დაახლ.)

ერთხელ ამერიკაში (იტალ. C'era una volta in America, ინგლ. Once Upon a Time in America) — 1984 წლის იტალიური კრიმინალური ჟანრის ფილმი, გადაღებული რეჟისორ სერჯო ლეონეს მიერ. მთავარ როლებში არიან რობერტ დე ნირო და ჯეიმზ ვუდსი. ასახულია ებრაელი მოზარდების ცხოვრება ნიუ-იორკის გეტოში. ფილმში წამოწეულია მეგობრობის, სიყვარულის, ვნების, სიხარბის, ღალატისა და ტკივილის თემები; ასევე ნაჩვენებია ამერიკულ საზოგადოებაში განგსტერების გამოჩენა.

ფილმი ჰარი გრეის მოთხრობის „The Hoods“ ადაპტაციაა, რომელიც თავად ლეონემ შეასრულა ფილმზე „ერთხელ დასავლეთში“ (1968) მუშაობისას.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1920-იან წლებში, როდესაც ამერიკა მხიარულებდა ჯაზის ხმებზე და ყოველი ქუჩაში მოხეტიალე ოცნებობდა მილიონერი ყოფილიყო, ნიუ-იორკის გარე უბნებში რამდენიმე მამაცი ბიჭი შეხვდა ერთმანეთს. ისინი კონკურენტებს თავიდან იშორებდნენ, დაუნდობლად სჯიდნენ მოღალატეებს და თავხედურად მახვილგონიერ თაღლითობებს ასრულებდნენ, ისინი კრიმინალური სამყაროს მეფეები გახდნენ „მშრალი კანონის“ სამყაროს დროს. მათ ფიცი დადეს ერთმანეთისთვის თავი გაეწირათ, ვინაიდან მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მეგობრობა იყო. უამრავი წლის შემდეგ ბედისწერა სასტიკად მოექცა მათ და აიძულა, ფიცი შეესრულებინათ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]