დევონური სისტემა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დევონური პერიოდი)
სისტემა,
პერიოდი
სექცია,
ეპოქა
სართული,
საუკუნე
საუკუნე (Ma)
მომდევნო მომდევნო მომდევნო უფრო ახალგაზრდა
დევონური
სისტემა
ზედა დევონური ფამენური 359,2–374,5
ფრანული 374,5–385,3
შუა დევონური ჟივეტური 385,3–391,8
ეიფელური 391,8–397,5
ქვედა დევონური ემსური 397,5–407
პრაღული 407–411,2
ლოხკოვური 411,2–416
წინა წინა წინა უფრო ძველი
პალეოგენური სისტემის სტრატიგრაფიული დანაწილების სქემა,
სტრატიგრაფიის საერთაშორისო კომისიის მიხედვით[1]

დევონური სისტემა (პერიოდი)პალეოზოური ჯგუფის რიგით მეოთხე სისტემა (გეოლოგიური წელთაღრიცხვის პალეოზოური ერის მეოთხე პერიოდი). მოსდევს სილურულ სისტემას და წინ უსწრებს კარბონულ სისტემას. იზოტოპური მეთოდით განსაზღვრული დევონური სისტემის ქანების წარმოქმნის დროის მონაკვეთი თავსდება 410-იდან 350-მდე მლნ. წლებს შორის.

დევონური სისტემა იყოფა სამ სექციად (ეპოქად) და შვიდ სართულად (საუკუნედ). ქვედა სამი სართულის არსებობა და დევონური სისტემის ქვედა სექციების საზღვრები დღესაც საკამათოა. დევონური პერიოდის დასაწყისისთვის დედამიწის ზედაპირზე მნიშვნელოვანი პალეოგრაფიული ცვლილებები მოხდა. გეოსინკლების ადგილზე ჩამოყალიბდა მთათა სისტემები (კალედონური დანაოჭება), ამიტომ ადრინდელი დევონურს გეოკრიტიულ პერიოდად მიიჩნევენ. შუა და გვიანდელ დევონურში მიმდინარეობდა დაძირვა, დაიწყო ზღვის ტრანსგრესიები (თალასოკრატიული პერიოდები). დევონური პერიოდის განმავლობაში აღინიშნებოდა ძლიერი მაგმური (განსაკუთრებით ეფუზიური) აქტივობა. ზღვისა და ხმელეთის პალეოგეოგრაფიული შეცვლის შედეგად შეიცვალა ჰავა და ორგანული სამყარო: დაიწყო გრაფტოლითებისა და ცისტოიდების გადაშენება, მომრავლდა ბრაქიოპოდები, ჯავშნიანი თევზები და გიგანტური კიბოსნაირები; გაჩნდნენ და განვითარედნენ გონიატიტები და კლიმენიები. გახშირდა მცენარეული სამყარო, გაჩნდა პირველი გვიმრები და შიშველთესლოვნები. დევონური პერიოდში გამოიყოფა ორი მკვეთრად გამოხატული პალეოზოოგეოგრაფიული ოლქი - ატლანტიკური და წყნაროკეანური.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯანელიძე ა., ისტორიული გეოლოგიის მოკლე კურსი, თბ., 1963;
  • Жинью М., Стратиграфическая геология, пер. с франц., М., 1952;
  1. ICS Timescale Chart.