ტინისხიდის ნასოფლარი
იერსახე
ტინისხიდის ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში, ადგილ გრძელეებში. ძეგლი თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ნასოფლარში შემორჩენილია რიყის ქვით ნაგები ნასახლარები, შენობათა საძირკვლის ფრაგმენტები. იქვე ზედაპირულად იპოვება წითლად გამომწვარი უხეშკეციანი თიხის ჭურჭლის ნამტვრევები, დიდი ქვევრებისა და თონეების ფრაგმენტები და სხვა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნუცუბიძე ა., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 85.