ტიმბუქტუ (ნოველა)
ტიმბუქტუ | |
---|---|
ინგლისური გამოცემა | |
სრული სათაური | Timbuktu |
ავტორი | პოლ ოსტერი |
მშობლიური ენა | ინგლისური |
დაწერის ადგილი | აშშ |
გამოცემულია | 1999 |
მედია | ბეჭდური |
გვერდი | 181 |
წინა | Mr. Vertigo |
შემდეგი | ილუზიების წიგნი |
ტიმბუქტუ (ინგლ. Timbuktu) — ამერიკელი მწერლის, პოლ ოსტერის 1999 წლის ნოველა. ნაწარმოები მოგვითხრობს ძაღლის – მისტერ ბოუნზის – შესახებ, რომელიც რთულად ეგუება იმ ფაქტს, რომ მისი მფლობელი კვდება.
მოქმედება ვითარდება 90-იანი წლების აშშ-ში, თავად ცხოველის თვალით გადმოცემულ სამყაროში, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ანთრომორფიზირებულ პერსონაჟად არ გვევლინება, საკუთარ შინაგან მონოლოგს ინგლისურ ენაზე გადმოგვცემს. პროტაგონისტის პატრონი კი ავადმყოფობას მიეცა, რომელსაც გადაუწყვეტია, რომ წავიდეს ბალტიმორში, იმ იმედით, რომ იპოვოს ყოფილი ინგლისურის მასწავლებელი. ისტორიათა აბსოლუტური უმრავლესობის გადმოცემა წარსულისა და აწყმოს მონაცვლეობით მიმდინარეობს.
ნაწარმოების სათაური ეხმიანება ძაღლის თვითნასწავლი პოეტი პატრონის იმ იდეიდან, რომ სიცოცხლის შემდგომი პერიოდის გატარება მას ერთ მშვენიერ დასახლებაზე, სახელად „ტიმბუქტუ“, მოუწევს. წიგნის მთავარი ლაიტმოტივი მდგომარეობს იმაში, რომ, მისტერ ბოუნზის შეხედულებით, ის ვერ შეძლებს ცხოვრების ტიმბუქტუშიუ გაგრძელებას და ვეღარ ნახავს საკუთარ პატრონს სიკვდილის შემდეგ.
ნოველა ასევე შეეხება ისეთ თემას, როგორიცაა ეგზისტენციალური კრიზისი, რომლის ფონზეც მთავარი გმირი უძლურია, იპოვოს საკუთარი ადგილი და მიზანი მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ამერიკაში. ნაწარმოები ადაპტირდა პიესად ხორვატი დრამატურგის, ბორუტ სეფაროვიჩის მიერ.[1] ნაწარმოებზე მინიშნება იქმნება ირლანდიელი მუსიკოსის, ფიონ რეიგანის სიმღერაში – "Put a Penny in the Slot".
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 'Timbuktu – Borut Šeparović' by Igor Ružić (Radio 101) (7 October 2008).