შინაარსზე გადასვლა

ტენჯიკუ ტოკუბეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტენჯიკუ ტოკუბეი

ტენჯიკუ ტოკუბეი (იაპონ. 天竺徳兵衛; დ. 1612 — გ. 1992) — XVII საუკუნის იაპონელი მოგზაური და მწერალი. მან იმოგზაურა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და სამხრეთ აზიაში.

ტენჯიკუ დაიბადა 1612 წელს ვაჭრის ოჯახში სენდო-მაჩიში, ტაკასაგო-ჩოში, დღევანდელ ჰიოგოს პრეფექტურაში.

იაპონური ხომალდის 1634 წლის მოგზაურობა

1626 წელს 15 წლის ასაკში ტენჯიკუ დაიქირავა სავაჭრო გემის ეკიპაჟმა კიოტოში.

1627 წელს ტოკუბეიმ იმოგზაურა ჩინეთში, ვიეტნამში და სიმაში (დღევანდელ ტაილანდში). ის რაღაც დროით დარჩებოდა სიამში და შემდეგ ჰოლანდიელ მოგზაურ ჯან ჰუსტენ ვან ლოდესტეინის ერთ-ერთი ხომალდით გააგრძელებდა მოგზაურობას.[1] მდინარე განგის საშუალებით, მან ასევე იმოგზაურა ინდოეთში[2] და მაგადჰაში[3] და უკან დიდი სიმდიდრით და დიდძალი ამბებით დაბრუნდა.[4]

მის იაპონიაში დაბრუნებას და იზოლირებული პოლიტიკის გაცნობის შემდეგ, მან დაწერა ნაშრომი სახელად „ტენჯიკუ ტოკაი მონოგატარი“ (天竺渡海物語) თავის მოგზაურობებზე სხვა ქვეყნებში, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა იაპონიაში.

ტენჯიკუ ტოკუბეი გარდაიცვალა 80 წლის ასაკში თავის მშობლიურ ქალაქ ტაკასაგოში.

ტენჯიკუ ტოკუბეი კაბუკიში, XVIII საუკუნის ნამუშევარი

ტენჯიკუ ტოკუბეიმ მონაწილეობა მიიღო პოპურალური სპექტაკლებში კაბუკიში და ძორურიში ჯადოქრის როლში, რომელიც XVIII საუკუნესა და XIX საუკუნეში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

1795 წელს კუნიტარომ ითამაშა ტენჯიკუს მეუღლის როლი სპექტაკლში „ტენჯიკუ ტოკუბეი კიკიგაკი იორაი“, რომლის დროსაც ტოკუბეის როლს არაში კოროკუ III თამაშობდა.

  1. Kansai Kippo News Vol.11 No.490 Wednesday, February 23, 2005. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 13, 2008. ციტირების თარიღი: მაისი 17, 2015.
  2. The Russo-Japanese War: A Photographic and Descriptive Review by Richard Harding Davis - Page 458 "Tokubei travelled in India as far as the source of the Ganges"
  3. "When he was fifteen years old, in 1626, he was employed by a trading company in Kyoto worked in Siam (Thailand) and Magadha (India). After that, in 1630, he went to India again in a Dutch ship, with Jan Joosten, a Dutchman, and traded there." Takasago City website [1] დაარქივებული 2009-11-13 საიტზე Wayback Machine.
  4. Kabuki; the Popular Stage of Japan - Page 187 by Zoë Kincaid 1965 "Tokubei sailed away on unknown seas to India and returned with wealth greater than that of a daimyo, many strange tales to relate..."