ტენგრელა
იერსახე
ტენგრელა | |
---|---|
ფრანგ. Lac Téngréla | |
კოორდინატები: 10.639689° ჩ. გ. 4.808578° დ. გ. / 10.639689° ჩ. გ. 4.808578° დ. გ. | |
მდებარეობა | ბურკინა-ფასო |
სიგრძე | 2 კმ |
სიგანე | 1,5 კმ |
ტენგრელა (ფრანგ. Lac Téngréla) — ტბა ბურკინა-ფასოში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კასკადების რეგიონის ტერიტორიაზე, ქალაქ ბანფორის სიახლოვეს. ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაპირზე მდებარეობს სოფელი ტენგრელა, ხოლო სამხრეთ სანაპიროზე — სოფელი ტიუკონა. სიგრძე — 2 კმ, სიგანე — 1,5 კმ.[1] აქვს სეზონური ჩამონადენი მდინარე ლაფეგეში (კომოეს შენაკადი).
განვითარებული ტურიზმის გამო ტბას ხშირად სტუმრობენ ტურისტები, რისი მიზეზიცაა აქ არსებული ბეჰემოთის კოლონიების დიდი რაოდენობა. ტბის ზედაპირი დაფარულია მრავალრიცხოვანი მოტივტივე მცენარეებით, რომელთაგან აღსანიშნავია დუმფარა (ორი სახეობა), წყლის კაკალი და სხვა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Mepham, Robert; R. H. Hughes, J. S. Hughes (1992). A directory of African wetlands. IUCN, გვ. 316. ISBN 2-88032-949-3.