ტელმან ბაღიროვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტელმან ბაღიროვი
დაბადების თარიღი 9 სექტემბერი, 1960
ლიმანი, ლენქორანის რაიონი, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 20 იანვარი, 1990
ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
დაკრძალულია შეჰიდთა ხეივანი
ეროვნება აზერბაიჯანელი
მოქალაქეობა დროშა: სსრკ სსრკ

ტელმან ბაღიროვი (აზერ. Telman Bağırov, სრული სახელი:Telman Malik oğlu Bağırov; დ. 9 სექტემბერი, 1960, ლიმანი — გ. 20 იანვარი, 1990, ბაქო) — შავი იანვრის ტრაგედიის მსხვერპლი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1960 წლის 9 სექტემბერს ლენქორანის სოფელ პორტ-ილიჩში (ახლანდელი ქალაქი ლიმანი).[2] პორტ-ილიჩის სოფლის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ გაიწვიეს სამხედრო სამსახურში, სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ დაამთავრა ბაქოს მე-12 ტექნიკური სკოლა და დაეუფლა კინომექანიკოსის პროფესიას. მოგვიანებით მუშაობდა ბაქოს საყოფაცხოვრებო კონდიციონერების ქარხნის №1 საამქროში. ჯერ პარტიის რიგებში მიიღეს, შემდეგ კი ბაქოს 26 კომისრის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს საპოლიციო დაცვის რაზმში. ჰქონდა მილიციის უმცროსი სერჟანტის წოდება.

1989 წლის ნოემბერში მონაწილეობდა შუშის რაიონის სოფელ მალიბეილის ბრძოლებში.[3]

სიკვდილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იანვრის ტრაგედიის დროს კინოთეატრ „დოსთლუგთან“ ჯარისკაცებმა ესროლა. დაიღუპა სამედიცინო დახმარების აღმოჩენამდე.

დაკრძალეს შეჰიდთა ხეივანში

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "20 Yanvar Şəhidi" fəxri adının verilməsi haqqında Azərbaycan Respublikasının Prezidentinin 17 yanvar 2000-ci il tarixli 259 saylı Fərmanı. ციტირების თარიღი: 2015-07-17 (აზერბაიჯანული)
  2. Şəhidlər. ციტირების თარიღი: 2022-10-05
  3. Həm peşə, həm də Vətən borcu.... ციტირების თარიღი: 2018-01-20(აზერბაიჯანული)