ტაგანროგის პეტრე-პავლეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტაგანროგის პეტრე-პავლეს ეკლესია
ტაგანროგის პეტრე-პავლეს ეკლესია — რუსეთი
ტაგანროგის პეტრე-პავლეს ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ტაგანროგი
ფუნქციური სტატუსი დანგრეული
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) სერგეი გუშჩინი
ხუროთმოძღვრული სტილი ეკლექტიკა
თარიღდება 1896-1906

ტაგანროგის პეტრე-პავლეს ეკლესია (რუს. Церковь Петра и Павла) — ყოფილი მართლმადიდებლური ეკლესია ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ეკლესია დაანგრიეს 1936 წელს. მდებარეობდა ლომაკინის ქუჩა № 2-ში. ეკლესიის არქიტექტორი იყო სერგეი გუშჩინი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1893 წელს დუმის წევრებმა იულიან ფილიპეს ძე არბუშევსკიმ და პეტრე მეტვეის ძე დობროვოლსკიმ წამოაყენეს წინადადება ტაგანროგში მიასნიცკის მოედანზე მათლმადიდებელი ეკლესიის მშენებლობის შესახებ. 1893 წლის 12 აგვისტოს ტაგანროგელმა ვაჭარმა პეტრე პეტრეს ძე შილოვმა მიიღო გადაწყვეტილება ეკლესიის მშენებლობისათვის შეეწირა 15 ათასი რუსული რუბლი. ტაგანროგელმა ქალაქის არქიტექტორმა ს. გუშჩინმა 1895 წელს შეადგინა ახალი ეკლესიის გეგმა, რომელიც გათვლილი იყო 550 ადამიანზე. ამავე წელს ეპარქიის მმართველობამ გადაწყვიტა ეკლესიის აშენება მოციქულ პეტრეს სახელზე. მოციქული პეტრე იყო ქალაქის დამაარსებლის პეტრე I-ის მფარველი წმინდანი.

1896 წლის 16 მაისს აკურთხეს ტაძრის მშენებლობის ადგილი. მისი მშენებლობა დაიწყო 1896 წელს, 1899 წელს ჩაასხეს საძირკველი, 1900 წლისთვის ააშენეს კედლები ფანჯრებამდე. 1900-იანი წლებს ბოლოსათვის ბოლომდე ამოიყვანეს კედლები. მშენებლობა მიმდინარეობდა ვაჭარ პეტრე შილოვის ფინასური ახმარებით. კანკელი ასევე დაიდგა ვაჭარ შილოვის ფინანსური დახმარებით, კანკელის საფასურმა შეადგინა 10 ათასი რუბლი.

ეკლესიის კანკელი სამსაკურთხევლიანი იყო. იგი დამზადებული იყო ფიჭვისაგან და ცაცხვისაგან. კანკელის მოხატულობა მოოქროვილი იყო. ხატები შესრულებული იყო ხატწერის ოსტატის ივანე ევსტათის ძე გეტმანის მიერ.

პეტრეს და პავლეს სახელზე აგებული ეკლესია ყველაზე გრანდიოზული იყო ტაგანროგში. ეკლესია აგებული იყო რუსულ სტილში, მას ჰქონდა XVII საუკუნის ძველი რუსული არქიტექტურის მოტივები. მისი კურთხევა შედგა 1906 წლის 17 სექტემბერს. ღვთისმსახურება, რომელიც დროდადრო წყდებოდა მეზობელ ეკლესიებში მრევლის გადინების გამო, დაიწყო 1906 წელს.

ეკლესიის პირველი მამასახლისი იყო ვ. ბებეშინი, ხოლო პირველი წინამძღვარი ო. შატულენკო.

ვაჭარი პეტრე შილოვი, რომელმაც გაიღი სახსრები ეკლესიის ასაშენებლად გარდაიცვალა 1910 წლის 2 აგვისტოს ქოლერისაგან. ადრე გადაწყვეტილი იყო იგი დაეკრძალათ ეკლესიის ეზოში, მაგრამ ამ პერიოდში არსებული კანონის მიხედვით ქოლერისაგან გარდაცვლილი ადამიანის დაკრძალვა არ შეიძლებოდა არათუ ეკლესიის მახლობლად, არამედ სასაფლაოზეც კი.

1934 წელს ეკლესია დახურეს და გადაეცათ ბოშებს საცხოვრებლად. ორი წლის შემდეგ ბოშები გადასახლდნენ, ხოლო ეკლესიის შენობა გადაეცა მუყაოს ფაბრიკას. 1936 წელს ეკლესიის შენობა ვაანგრიეს, რათა მისი აგური გამოეყენებინათ ადგილობრივი სკოლის მშენებლობისათვის.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ГАРО, Ф. № Р/165, оп. 1, д. 202, л. 89 - "О передаче здания бывшей Петро-Павловской церкви в ведение УНИ," из протокола № 123 заседания президиума горсовета 27.03.1934 г.
  • ГАРО, Ф. № Р/165, оп. 1, д. 226, л. 28 - "Об отводе под картонную фабрику Горместпрома помещения Петро-Павловской церкви," из постановления президиума Горсовета (протокол 25) 11.09.1935 г.
  • Гаврюшкин О. П., Отблески золотых куполов. (История таганрогских церквей и захоронений христианского кладбища), Таганрог, тип. Ю. Д. Кучма, 2000.
  • Орлов Г. Н., Памятники архитектуры, истории и культуры Таганрога на старых открытках и фотографиях, Таганрог: "Лукоморье," 2004, 38-39:
  • Гаврюшкин О. П., "Петра и Павла церковь," Энциклопедия Таганрога, Таганрог: "Антон," 1998, 394.
  • Филевский, П. П., История города Таганрога, Таганрог: изд-во "Сфинкс," 1996 (репринт Москва: Типо-лит. К. Ө. Александрова, 1898), 278.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]