ტაბაკუნდო (ეკვადორი)
| ქალაქი | |||
|---|---|---|---|
|
ტაბაკუნდო Tabacundo | |||
|
| |||
| |||
| ქვეყანა |
| ||
| პროვინცია | პიჩინჩის პროვინცია | ||
| კანტონი | პედრო-მონკაიოს კანტონი | ||
| კოორდინატები | 0°02′51″ ჩ. გ. 78°13′18″ დ. გ. / 0.0477389° ჩ. გ. 78.2216806° დ. გ. | ||
| მერი | ვერონიკა სანჩეზი | ||
| ფართობი | 3,08 კმ² | ||
| ცენტრის სიმაღლე | 2877 მ | ||
| ოფიციალური ენა | ესპანური | ||
| მოსახლეობა | 13 019[1] კაცი (2022) | ||
| სიმჭიდროვე | 4 200 კაცი/კმ² | ||
| სასაათო სარტყელი | UTC-5 | ||
| სატელეფონო კოდი | 593 2 | ||
| საფოსტო ინდექსი | EC170450 | ||
| ოფიციალური საიტი | pedromoncayo.gob.ec | ||
ტაბაკუნდო (ესპ. Tabacundo) — ქალაქი ეკვადორში, პიჩინჩის პროვინციაში, პედრო-მონკაიოს კანტონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს სიერას რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე გვაილაბამბას აუზში, ზღვის დონიდან 2877 მეტრზე. ქალაქს სამხრეთ ნაწილში კვეთს ეკვატორი.
ქალაქის სახელწოდების წარმომავლობაზე ორი ჰიპოთეზა არსებობს: პირველი გვეუბნება, რომ „ტაბაკუნდო“ მომდინარეობს კარიბული სიტყვიდან „ტაბა“, რაც „ქალაქს“ ნიშნავს, და სიტყვიდან „კუნდო“ (kundoh), რაც ნიშნავს მოხუცს.[2] მეორე ჰიპოთეზის თანახმად, სახელწოდება მომდინარეობს „ალონსო დე ტაბაკუნდოდან“, ესპანელი ჯარისკაცის სახელიდან, რომელიც სავარაუდოდ პირველი იყო მათ შორის, ვისაც კონტაქტი ჰქონდა ადგილობრივ მოსახლეობასთან.[3]
ტაბაკუნდოს ხშირად „მსოფლიოს ვარდების დედაქალაქს“ უწოდებენ. მისი დაარსების თარიღი უცნობია, მაგრამ არსებობს წყაროები, რომლებიც XVI საუკუნით თარიღდება და რომლებშიც ტაბაკუნდოა მოხსენიებული. ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ პიჩინჩის უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ და კომერციულ ცენტრს წარმოადგენს. იგი ძირითადად სოფლის მეურნეობით საზრდოობს.[4]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Citypopulation.de Population and area of Tabacundo
- ↑ The History of the Peoples, Miguel Angel Puga, გვ. 458, 2001
- ↑ "Tabacundo in History". Editorial Municipality of Tabacundo. Tabacundo, 2006
- ↑ www.inec.gob.ec