სხვა სამყაროს სამეფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა სამყაროს სამეფო
დევიზი: "Women over men"
"ქალები კაცებს ზევით"
დედაქალაქიბლექ სითი
ოფიციალური ენა ჩეხური, ინგლისური
მთავრობა აბსოლუტური მონარქია, მატრიარქატი
 -  დედოფალი პატრიცია I
ვალუტა დომი
საიტი
OWK.CZ

სხვა სამყაროს სამეფო (ინგლ. Other World Kingdom) არის ვირტუალური სახელმწიფო, რომელიც ფემინისტების ინიციატივით ჩამოყალიბდა ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში 1996 წელს. მმართველობის ფორმა არის აბსოლუტური მონარქია BDSM-ის ელემენტებით.

ჩამოყალიბება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამეფოს შექმნის ოფიციალური თარიღი 1996 წლის 1 ივნისია. ის ჩერნას მუნიციპალიტეტში, ჟძიარ-ნად-საზავოუს რაიონში მდებარეობს, მე-16 საუკუნის ციხესიმაგრის ტერიტორიაზე. პირველი მოქალაქეების მიღება სამეფომ 1997 წელს დაიწყო. სამეფოს გააჩნია თავისი სასამართლო სისტემა, პოლიცია, ვალუტა (დომი), პასპორტი და სახელმწიფო ჰიმნი. მმართველობის ფორმა არის BDSM ელემენტების მქონე აბსოლუტური მონარქია. ამჟამად ქვეყნის მეთაური დედოფალი პატრიცია I-ია.

სახელმწიფო მოწყობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამეფო წარმოადგენს აბსოლუტურ მონარქიას. ქვეყნის მეთაური არის დედოფალი პატრიცია I, რომლის კორონაცია 1997 წლის 30 მაისს შედგა. ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, დედოფალს შეუძლია ცვლილებების შეტანა კანონებში და სხვა იურიდიულ აქტებში.

სახელმწიფოს საზოგადოება დაყოფილია რამდენიმე კლასად, რომელთაგან უმაღლესად მიჩნეულია "ამაღლებული ქალბატონები" ან "ქალბატონები მოქალაქეები", რომლებიც ქმნიან სამეფოს თავადაზნაურობას.

მოქალაქეობის მისაღებად ქალი უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კონკრეტულად კი:

  • უნდა ფლობდეს მინიმუმ ერთ მონა-კაცს.
  • უნდა ემორჩილებოდეს სახელმწიფოს პრინციპებს და კანონებს.
  • მოქალაქეობის მისაღებად უნდა გააგზავნოს განცხადება.
  • უნდა გაატაროს მინიმუმ ხუთი ღამე სამეფო სასახლის რაიონში.

მეორე კლასი არის დედოფლის ქვეშევრდომები - კაცები, რომლებიც იცავენ სამეფოს კანონებს, ემორჩილებიან დედოფალს და უხდიან მას გადასახადებს, მაგრამ ამავდროულად გააჩნიათ გარკვეული უფლებები, მაგალითად მოგზაურობის, ბიზნესით დაკავების, საკუთარი აზრის გამოხატვის, შვილის ყოლის და სხვა უფლებები.

ქვედა კლასი არიან დედოფლის და კეთილშობილი ქალბატონების კუთვნილი კაცი მონები, რომლებსაც არავითარი უფლებები არ აქვთ და ქალების შინაურ ცხოველებად ითვლებიან. [1]

ტერიტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამეფოს საკუთრებაშია 3 ჰექტარის მიწის ნაკვეთი რამდენიმე შენობით, 250 მეტრიანი ოვალური გზით, პატარა ტბით და ა.შ. სამეფოში მთავარ შენობად დედოფლის სასახლე ითვლება, რომელსაც გააჩნია საბანკეტო დარბაზი, ბიბლიოთეკა, სატახტო დარბაზი, წამების კამერა, საკლასო ოთახი, სავარჯიშო დარბაზი, დიდი მიწისქვეშა ციხე და კამერები, რომელთა ქირაობა არის შესაძლებელი. სასახლეს ასევე გააჩნია დამატებითი ოთახები ვიზიტორებისთვის, მათ შორის აუზი, პაბი, რესტორანი და ღამის კლუბი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. DICTATORESS. (2019-08-22) The Other World Kingdom. ციტირების თარიღი: 2022-11-06