შინაარსზე გადასვლა

გენიტალური ჰერპესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გენიტალური ჰერპესი
გენიტალური ჰერპესი ვულვაზე
დარგი ინფექციური დაავადება

გენიტალური ჰერპესისასქესო ორგანოების (გენიტალიების) მარტივი ჰერპესვირუსის (HSV) ინფექცია.[1] ადამიანების უმეტესობას სიმპტომები მსუბუქად აქვს ან საერთოდ არ აქვს, შესაბამისად, მათ არ იციან, რომ დაინფიცირებული არიან. თუკი სიმპტომები გამოვლინდება, ისინი, ჩვეულებრივ, მოიცავს პატარა ბუშტუკებს, რომლებიც გასკდომისას მტკივნეულ წყლულებს წარმოშობს. შეიძლება ასევე გამოვლინდეს გრიპისმაგვარი სიმპტომები, როგორებიცაა სიცხე, ყრუ ტკივილი ან გადიდებული ლიმფური კვანძები.[2] დაავადება დაინფიცირებიდან დაახლოებით 4 დღეში იჩენს თავს, სიმპტომები კი დაახლოებით 4 კვირის განმავლობაში ნარჩუნდება.[1]

დაავადება ძირითადად პირდაპირი გენიტალური კონტაქტით ვრცელდება დაინფიცირებული ადამიანის კანზე ან სხეულის სითხეებზე შეხებისას. ეს შეიძლება მოხდეს სექსის დროს, მათ შორის ანალური და ორალური სექსის დროს. გადადებისთვის აუცილებელი არაა წყლულების არსებობა. HSV ორი ტიპის არსებობს: HSV-1 და HSV-2. მართალია, ისტორიულად HSV-2 უფრო გავრცელებული იყო, თუმცა განვითარებულ ქვეყნებში გენიტალური HSV-1 უფრო ხშირი გახდა.[1]

ინფექციის პრევენციის გზებს შორისაა სექსის არქონა, პრეზერვატივის გამოყენება და სექსის ქონა მხოლოდ მათთან, ვინც დაინფიცირებული არაა. დაინფიცირების შემდეგ ჰერპესვირუსისგან განკურნების გზა არ არსებობს.[2] მიუხედავად ამისა, ანტივირუსულმა მედიკამენტებმა შეიძლება ხელი შეუშალოს ან შეამციროს შემდგომი აფეთქებები. მედიკამენტების გრძელვადიანმა გამოყენებამ ასევე შეიძლება შეამციროს გავრცელების რისკი.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 (2012-03-27) Sexually transmitted diseases. Chichester, West Sussex: John Wiley & Sons, Ltd., გვ. 139. ISBN 9781118314975. 
  2. 2.0 2.1 STD Facts – Genital Herpes (2017-12-11). ციტირების თარიღი: 30 October 2018