შინაარსზე გადასვლა

იმპოტენცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სქესობრივი უძლურება, იმპოტენცია (ლათ. erectus) — მდგომარეობა, როდესაც ერექციის შესუსტების გამო მამაკაცი მთლიანად ან ნაწილობრივ ვერ ასრულებს სქესობრივ აქტს. სქესობრივი უძლურების გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური მოშლილობა, ნერვული სისტემის ორგანული დაზიანება, უროლოგიური და ენდოკრინული დაავადებანი, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლური სასმელების ჭარბად მიღების გამო, ზურგის ტვინის ერექციისა და ეაკულაციის ცენტრების ქრონიკული ინტოქსიკაცია და სხვა.[1] ზოგჯერ სქესობრივი უძლურებას იწვევს გონებრივი და ფიზიკური გადაღლა, ემოციური დაძაბვა, საკუთარ შესაძლებლობებში დაურწმუნებლობა და სხვა.

მკურნალობა: სქესობრივი უძლურების გამომწვევი მიზეზის ლიკვიდაცია; ფსიქოთერაპია (განსაკუთრებით ფსიქოგენური ფაქტორებით გამოწვეული სქესობრივი უძლურების დროს); საერთო გამაჯანსაღებელი მკურნალობა; სამკურნალო ფიზკულტურა; ფიზიოთერაპიული პროცედურები. თუ სქესობრივი უძლურებას დაერთვის უხალისობა, უძილობა, საერთო სისუსტე, შრომისუნარიანობის დაქვეითება და სხვა, ფსიქოთერაპიასთან ერთად იყენებენ საძილე და სედატიურ საშუალებას,

პროფილაქტიკა: კვების, შრომისა და დასვენების რეჟიმის მოწესრიგება: თამბაქოს წევისა და ალკოჰოლიანი სასმელების ჭარბად მიღების აღკვეთა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. med.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-12. ციტირების თარიღი: 2011-02-11.