სუში
ალტერნატიული სახელები |
すし, 寿司, 鮨, 鮓 |
---|---|
რიგითობა | მადისაღმძვრელი, მთავარი კერძი |
წარმოშობის ადგილი | იაპონია |
რეგიონი | აღმოსავლეთი აზია |
ასოცირებული ეროვნული სამზარეულო | იაპონური სამზარეულო |
ტემპერატურა სერვირების დროს | ცივი |
მთავარი ინგრედიენტები |
ბრინჯი |
ძირითადი შემადგენლობა |
ზღვის პროდუქტები და ბოსტნეული კულტურები |
|
სუში (იაპონ. 寿司, 鮨, 鮓) — ტრადიციული იაპონური სამზარეულოს კერძი; ძმრიანი ბრინჯი შეკაზმული სხვადასხვა ინგრედიენტებით, როგორიცაა თევზი, სხვადასხვა სახის ხორცი და ბოსტნეული კულტურები. იაპონიის გარეთ, სუში არასწორად აღიქმევა, როგორც თვით უმი თევზის, ან სხვა სახის უმი ზღვის პროდუქტის კერძი. იაპონიაში, ცალკე დაჭრილს უმ თევზს საშიმი ეწოდება და ის განსხვავდება სუშისგან, რადგან მისი შემადგენელი ნაწილია უმი თევზი, და არა ბრინჯი. თვით სიტყვა სუში მოდის სიტყვის არქაული გრამატიკული ფორმიდან, რომელიც სხვა კონტექსტში აღარ იხმარება. სუშის პირდაპირი მნიშვნელობაა „მჟავეა“.
არსებობს სხვადასხვა სახის სუში: ნორიში (ხმელი და დაპრესილი ზღვის წყალმცენარის ფურცელი) გახვეული სუში, სახელად მაკიზუში (იაპონ. 巻き); სუში თავსახურით, რომელიც ბრინჯის გუნდაზეა დახურული, სახელად ნიგირიზუში (にぎり); სუშის ზედა ნაწილი დატენილი შემწვარი ტოფუს პარკში, სახელად ინარიზუში; და სუშის ზედა ნაწილი მოყრილი ბრინჯზე თასში, სახელად ჩირაში-ზუში (ちらし).
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ედი ნიგირი სუში (海老握り)
-
ორაგულის ნიგირი (鮭握り)
-
ტორო ნიგირი (鮪とろ握り)
-
ორაგულის ხვეული (巻き鮭)
-
კაკინოხა სუში (柿の葉寿司)