სუნი

სუნი — სპეციფიკური შეგრძნებაა ჰაერში მფრინავი არომატული ნივთიერებების (მან) არსებობისა, რისი გამოვლენა ხდება ყნოსვის შეგრძნების ქიმიური რეცეპტორების მეშვეობით (იხ. ხემეროცეპცია), რომელიც განლაგებულია ცხოველის ცხვირის ღრუში.
ადამიანის სუნის აღქმის სპეციფიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საერთო ცნობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სუნი ადამიანების უმრავლესობისათვის არის — შედარებით სუსტად დიფერენცირებული, ინტეგრალური შეგრძნებაა, რადგანაც ის განისაზღვრება ყნოსვის რეცეპტორების, სამწვერა ნერვის რეცეპტორების და ვომერნოზალური ორგანოს რეცეპტორების გაღიზიანების ჯამური ეფექტით.
ფსიქოფიზიოლოგიური პროცესების ზეგავლენა აღქმაზე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე წამყვანი რგოლი და ფაქტორი, რომელიც მონაწილეობს სუნის აღქმის პროცესში:
- რეცეპტორული დონე
- ცხვირით სუნთქვის ხარისხი
- ჰორმონალური ფონი
- სპეციფიკური ანოსმიები
- ასაკური თავისებურებები
- ნერვთა კონების გამტარობა
- ლიმბური სისტემა
- ფსიქიკური დონე
- ნერვული სისტემის აღზნების დონე
- ინდივიდუალური გამოცდილება
სუნის აღქმის ფსიქოლოგიის თავისებურებანი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სუნის შეგრძნებაზე დიდი გავლენა აქვს ადამიანის ფსიქოფიზიოლოგიურ მდგომარეობას. გარკვეულ პირობებში შეიმჩნევა სუნის დამახინჯებული აღქმა, როდესაც გარკვეული, ჩვეულებრივი ნივთიერება მოულოდნელად ხდება მკვეთრად არასასიამოვნო.
სუნის ძალის გაზომვის მეთოდები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სუნის აღქმის გამოკვლევას აწარმოებს ოლფაქტომეტრია.
სუნის ძალის შეფასება მნიშვნელოვანია ეკოლოგიაში, კვების პროდუქტების ხარისხის ობიექტური შეფასებისათვის, პარფიუმერიაში, სხვადასხვაგვარი პათოლოგიების კლინიკური კვლევებისას.
სუნის რეპროდუქციის მოწყობილობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XX საუკუნეში ხმის (პატეფონი, მაგნიტაფონი) და გამოსახულების (ფოტოგრაფია, კინომატოგრაფი, ვიდეოკამერა) რეპროდუქციის მოწყობილობების ფართო გავრცელების შემდეგ, სულ უფრო ხშირად გამომგონებლები მიმართავენ სუნის რეპროდუქციის მოწყობილობების დამუშავებას.
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ცდა იყო ასეთი სისტემის შემუშავება ამერიკა-ისრაელის ფირმის DidgiScent (2002 г.) მიერ. ამ ფირმამ ვერ შეასრულა აღებული ვალდებულებები დროულად და პროექტი ჩაიშალა.