სამწვერა ნერვი
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
სამწვერა ნერვი (მეხუთე კრანიალური ნერვი, ასევე იწოდება მეხუთე ნერვად ან უფრო მარტივად V) პასუხისმგებელია სახის მგრძნობელობაზე.[1] მსგავსია სპინური C2–S5 ნერვებისა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დანარჩენი სხეულის მგრძნობელობაზე. სახისა და სხეულის მგრძნობელობითი ინფორმაცია მუშავდება ცენტრალური ნერვული სისტემის პარალელურ არხებში.
მეხუთე ნერვი ძირითადად მგრძნობელობითია, მაგრამ მას ასევე გააჩნია რამდენიმე მოტორული ფუნქციაც (კბენა, ღეჭვა და ყლაპვა).
ეტიოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„სამწვერა ნერვი“ ნათარგმნია ლათინური Nervus trigeminus–დან (tri–(სამი) + gemini (ტყუპები) „სამი ტყუპი“). ეს სახელი ეწოდა მისი აგებულების გამო. სამწვერა ნერვს გამოეყოფა სამი ტოტი: თვალბუდის, ზედაყბისა და ქვედაყბის. სამწვერა ნერვს გააჩნია როგორც მამოძრავებელი, ისე მგრძნობელობის ბირთვები და შესაბამისად მგრძნობიარე და მამოძრავებელი ფესვები. მგრძნობელობის ფესვი (portio major) ტვინის ნივთიერებაში შედის ნათხემის შუა ფეხსა და ვაროლის ხიდს შორის საზღვრის ზონიდან, ხოლო უფრო თხელი მამოძრავებელი ფესვი (portio minor) მოთავსებულია მგრძნობელობის ფესვის წინ და ქვევით. ორივე ფესვის მეზობლად, საფეთქლის ძვლის პირამიდების წინა ზედაპირზე, მაგარი გარსის სისქეში მდებარეობს ნახევარმთვარისებრი გასერის კვანძი. ამ კვანძის უჯრედთა დენდრიტები ქმნის სამ მსხვილ ნერვულ ღეროს: თვალბუდის (n. ophthalmicus)ტოტს,რომელიც ქალას ღრუდან გამოდის თვალბუდის ზედა ნაპრალით. ზედა ყბის(n.maxillaris) ტოტს, რომელიც ქალას ღრუდან გამოდის მრგვალი ხვრელით. ქვედა ყბის(n.mandibularis) ტოტს, რომელიც ქალას ღრუდან ოვალური ხვრელით გამოდის.
I ტოტი (n. ophthalmicus)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თვალბუდის ნერვი მგრძნობიარე ხასიათის ნერვია. მას ქალას ღრუდან გამოსვლის შემდეგ გამოეყოფა 3 ტოტი: ა)შუბლის ნერვი - მიემართება წინისაკენ და იყოფა ჭაღზედა და თვალბუდისზედა ნერვებად, რომლებიც წვება თვალბუდის ზედა ნაჭდევში, მიემართება შუბლის მიდამოში და აინერვირებს შუბლის კანს. ჭაღზედა ნერვი აინერვირებს ზედა ქუთუთოს. ბ) საცრემლე ნერვი - მიერმართება თვალბუდის გარეთა კედლისკენ და აინერვირებს საცრემლე ჯირკვალს. განაპირობებს ტკივილის, ტემპერატურულ და ტაქტილურ მგრძნობელობას. გ) ცხვირ-წამწამოვანი ნერვი - მონაწილეობს წამწამოვანი კვანძის შექმნაში. თვალის ნერვიდან გამოდის ტოტები ტვინის მაგარი გარსისთვის.
II ტოტი (n.maxillaris)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზედა ყბის ნერვი მგრძნობიარე ხასიათის ნერვია. სამწვერა კვანძიდან გამოსვლის შემდეგ გაივლის მრგვალ ხვრელს და იძლევა: ა)ყვრიმალის ნერვს, რომელიც აინერვირებს ყვრიმალის მიდამოს კანს. ბ)ფრთა-სასის ნერვს, ორი პატარა ტოტის სახით, რომელიც მონაწილეობს თანამოსახელე კვანძის შექმნაში. გ)კბილბუდის ზედა უკანა (ალვეოლურ)ნერვებს, რომლებიც ზედა ყბის ბორცვზე კბილბუდის უკანა ხვრელიდან შედიან უკანა ზედა კბილების ინერვაციისთვის. დ) თვალბუდის ქვედა ნერვი, რომელიც წარმოადგენს ზედა ყბის ნერვის უკანასკნელ ტოტს. მას თანამოსახელე ღარში გამოეყოფა ზედა შუა და ზედა წინა ალვეოლარული ნერვები.
III ტოტი (n.mandibularis)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვედა ყბის ტოტი შერეული ხასიათის ნერვია, შეიცავს მგრძნობიარე და მამოძრავებელ ბოჭკოებს. ქალას ღრუდან ოვალური ხვრელით გამოსვლის შემდეგ გამოეყოფა მამოძრავებელი ტოტები საღეჭი, საფეთქლის, მედიალური და ლატერალური ფრთისებრი კუნთებისა და ორმუცელა კუნთის წინა მუცლისი საინერვეციოდ. ქვედა ყბის ნერვის მგრძნობიარე ტოტებს მიეკუთვნება: ა)ქვედა ყბის ნერვის შებრუნებული ტოტი, რომელიც შუა მენინგეალურ არტერიასთან ერთად ბრუნდება ქალას ღრუში კლდოვანი ნაპრალით და აინერვირებს ტვინის მაგარ გარსს. ბ)ყურ-საფეთქლის ნერვი. გ)ლოყის ნერვი - რომელიც აინერვირებს ლოყის ლორწოვან გარსს. დ)ქვედა ალვეოლარული ნერვი - ქვედა ყბის ხვრელით შედის თანამოსახელე არხში, სადაც წარმოქმნის ქვედა კბილებისთვის წნულს. მის საბოლოო ტოტს წარმოადგენს ნიკაპის ნერვი, რომელიც თანამოსახელე ხვრელიდან გამოსვლისას იტოტება ნიკაპის მიდამოში და ანინერვირებს ნიკაპის კანს და ქვედა ტუჩს. ე) ენის ნერვი - აინერვირებს ენის ზურგის ლორწოვანი გარსის წინა ორ მესამედს.
მგრძნობელობის ზონა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამწვერა ნერვის მგრძნობელობის ზონაა: სახის კანი, თავის თმიანი საფარველის წინა ნაწილი, თვალის კაკლები, ცხვირის და პირის ღრუს ლორწოვანი გარსი, ენის წინა ორი მესამედი, კბილები, თავის ქალას სახის ნაწილის ძვლისსაზრდელა, ტვინის წინა და შუა ფოსოების მაგარი გარსი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Blumenfeld, H. Neuroanatomy Through Clinical Cases. Sinauer Associates, 2002.
- Brodal, A. Neurological Anatomy in Relation to Clinical Medicine, 3rd ed. Oxford University Press, 1981.
- Brodal, P. The Central Nervous System. Oxford University Press, 2004.
- Carpenter, M. B., Sutin, J. Human Neuroanatomy, 8th ed. Williams and Wilkins, 1983.
- DeJong, R. N. The Neurologic Examination, 3rd ed. Hoeber, 1970.
- Kandel, E. R., Schwartz, J. H., Jessell, T. M. Principles of Neural Science, 4th ed. McGraw-Hill, 2000.
- Martin, J. H. Neuroanatomy Text and Atlas, 3rd ed. McGraw-Hill, 2003.
- Patten, J. Neurological Differential Diagnosis, 2nd ed. Springer, 1996.
- Ropper, A. H., Brown, R. H. Adam’s and Victor’s Principles of Neurology, 8th ed. McGraw-Hill, 2001.
- Wilson-Pauwels, L., Akesson, E. J., Stewart, P. A. Cranial Nerves: Anatomy and Clinical Comments. B. C. Decker, 1998.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „სამწვერა ნერვი“ ვიკისაწყობში.
- Pigeons Detect Magnetic Fields
- Trigeminal nerve anatomy, part 1 and part 2 on YouTube
- Notes on the trigeminal nerve
- Trigeminal neuralgia
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Михаил Григорьевич Привес, Николай Константинович Лысенков, Вячислав Иосифович Бушкович (2004). Анатомия человека. ISBN 5980370285.