ატრაქტანტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ატრაქტანტი (ლათ. Attraho — ვიზიდავ) — ბუნებრივი ან სინთეზური ნივთიერება, რომელიც ცხოველებს იზიდავს. ანტრაქტანტებისადმი განსაკუთრებულ მგრძნობიარობას იჩენენ მწერები. ცნობილია ატრაქტანტის სამი ძირითადი ჯგუფი: პირველი ჯგუფის ატრაქტანტი ცხოველებს იზიდავს როგორც მოპირდაპირე სქესის ინდივიდი (სასქესო ატრაქტანტი), მეორე — როგორც საკვები (საკვები ატრაქტანტი), მესამე — როგორც სუბსტრატი კვერცხის დასადებად. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს სასქესო ატრაქტანტს ანუ ფერომონებს. დადგენილია, რომ ზოგიერთი დედალი მწერის მიერ გამოყოფილი და ჰაერში შერეული მისაზიდი ნივთიერებების სრულიად უმნიშვნელო კონცენტრაცია საკმარისია იმავე ან გენეტიკურად მახლობელი სახეობის მამრის მისაზიდად. ცნობილია 3—9 კმ-იდან პეპლების მიზიდვის შემთხვევები. ატრაქტანტი მოეპოვება 300-ზე მეტი სახეობის მწერს. ზოგიერთი მათგანის ატრაქტანტი ცალკეა გამოყოფილი და შესწავლილი, მაგალითად, არაფარდი პარკხვევიას პეპლის ატრაქტანტი — ჰიპტოლი.

პრაქტიკული თვალსაზრისით სინთეზურ ატრაქტანტს დიდი მნიშვნელობა აქვს მცენარეთა მავნებლებისა და ცხოველთა პარაზიტების წინააღმდეგ საბრძოლველად. მისატყუებელ საშუალებად სინთეზური ატრაქტანტის გამოყენების შემთხვევაში შეგვიძლია მინიმალური რაოდენობის ინსექტიციდებით მოვსპოთ ბევრი მავნებელი მწერი. ატრაქტანტები შეიძლება გამოვიყენოთ აგრეთვე მამლების დეზორიენტაციისთვის, რითაც საგრძნობლად მცირდება მავნე მწერების მომდევნო თაობების რიცხვი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]