სულამით გოლდჰაბერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სულამით გოლდჰაბერი
დაბ. თარიღი 4 ნოემბერი 1923(1923-11-04)[1]
დაბ. ადგილი ვენა[1]
გარდ. თარიღი 11 დეკემბერი 1965(1965-12-11) (42 წლის)
გარდ. ადგილი ჩენაი
მოქალაქეობა აშშ
Flag of Austria.svg ავსტრია
Flag of Israel.svg ისრაელი
სამეცნიერო სფერო ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა
ალმა-მატერი მადისონის ვისკონსინის უნივერსიტეტი[1] და იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტი[1]
მეუღლე გერსონ გოლდჰაბერი[1]
ჯილდოები გუგენჰაიმის სტიპენდია[2]

სულამით გოლდჰაბერი (ინგლ. Sulamith Goldhaber; დ. 4 ნოემბერი, 1923 — გ. 11 დეკემბერი, 1965) — ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკოსი და მოლეკულური სპექტროსკოპისტი[3]. გოლდჰაბერი, მსოფლიო დონის ექსპერტი იყო კაონის მეზონის ნუკლონებთან ურთიერთქმედებაში და მის სახელს მიეწერება არაერთი აღმოჩენა ამ სფეროში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სულამით გოლდჰაბერი დაიბადა 1923 წლის 4 ნოემბერს, ვენაში, ავსტრია[4]. მისი ოჯახი, ავსტრიიდან ემიგრაციაში წავიდა[4] და პალესტინაში დასახლდა, სადაც მან სიცოცხლის ადრეული წლები გაატარა. სწავლობდა იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტში, სადაც მომავალ მეუღლეს — ასტროფიზიკოს გერშონ გოლდჰაბერს (ფიზიკოს მორის გოლდჰაბერის ძმა) შეხვდა[4]. 1947 წელს, სულამითმა, მაგისტრის ხარისხით დაამთავრა უნივერსიტეტი და იმავე წელს, გერშონს გაჰყვა ცოლად. შემდგომ, გოლდჰაბერები ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდნენ, მადისონის უისკონსინის უნივერსიტეტში სადოქტორო დისერტაციებზე სამუშაოდ, 1951 წელს კი — დოქტორის ხარისხი მიენიჭათ[4].

1953 წელს, სულამით გოლდჰაბერმა, აშშ-ს მოქალაქეობა მიიღო[3]. იმავე წელს, გოლდჰაბერები ბერკლში, კალიფორნიაში გადავიდნენ საცხოვრებლად, როცა გერშონმა კალიფორნიის უნივერსიტეტში დოცენტი გახდა[4]. მიუხედავად იმისა, რომ სულამითი ადრეც მუშაობდა ფიზიკური ქიმიის სფეროში, მან შეძლო მაღალი ენერგიების ფიზიკაზე გადასვლა და მეუღლესთან ერთად ბირთვულ ფოტოგრაფიულ ემულსიაზე ერთობლივი სამუშაოს დაწყება[4]. გოლდჰაბერები იმედოვნებდნენ, რომ ბირთვული ემულსიის მეთოდის გამოყენებას, ნაწილაკების ახლად გახსნილ ამაჩქარებელთან — ბევატრონთან მიმართებაში გამოიყენებდნენ, რომელიც იმ დროისთვის ყველაზე მაღალი ენერგეტიკული ამაჩქარებელი იყო. სწორედ მისი მეშვეობით დააკვირდნენ ისინი კაონის მეზონსა და პროტონებს შორის ერთ-ერთ პირველ ურთიერთქმედებებს. ბევატრონის და ბირთვული ემულსიის მეთოდის გამოყენებით, სულამით გოლდჰაბერი პირველი ადამიანი გახდა, რომელიც დამუხტული E ჰიპერონების მასობრივ გაყოფას და ამასთანავე, ანტიპროტონის პირველ ბირთვულ ურთიერთქმედებას დააკვირდა[4].

1960-იან წლებში, გოლდჰაბერები მიხვდნენ, რომ შემდგომი კვლევების დაწყებისთვის, ნაცვლად ბირთვული ემულსიისა, მათ ბუშტის კამერის გამოყენებით უნდა გაეგრძელებინათ მუშაობა და ამიტომ, მათ ჯორჯ ტრილინგთან თანამშრომლობით, „გოლდჰაბერ-ტრილინგის ჯგუფი“ ჩამოაყალიბეს. სულამითი, მალევე გახდა სახელგანთქმული ექსპერტი წყალბადის ბუშტის კამერის ფიზიკაში, ვინაიდან, მან მოსაწვევი და საკონფერენციო მოხსენებების საკმაოდ გრძელი სია შეადგინა. გოლდჰაბერები პირველები იყვნენ, ვინც კაონის მეზონის სპინი გაზომა. ამასთანავე, მათ გამოიგონეს სამკუთხედის დიაგრამა[4], რასაც კვლევებში იყენებდნენ. ამ პერიოდში, გოლდჰაბერები, ფორდის ფონდის წევრები იყვნენ ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაციაში, სადაც, ბ. პიტერსთან ერთად, CERN-ის მოხსენების თანაავტორები გახდნენ.

ამ სფეროში განათლებისა და ორატორული ნიჭის გამო, სულამით გოლდჰაბერი ხშირად იყო მოთხოვნადი, სამეცნიერო კონფერენციების სპიკერად. 1965 წელს, როჩესტერის კონფერენციაზე, რომელიც კოსმოსურ სხივებზე დაფუძნებული ექსპერიმენტებიდან ნაწილაკების ამაჩქარებელზე დაყრდნობილ ექსპერიმენტებზე გადასვლას ეხებოდა, მან სემინარი გამართა. 1965 წლის შემოდგომაზე, გოლდჰაბერებმა წლიური შვებულება მიიღეს, მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ და მაღალი ენერგიის ლაბორატორიებში ლექციების წასაკითხად. თავდაპირველად, ისინი ოქსფორდში შეჩერდნენ, მაღალი ენერგიების ფიზიკის ევროპულ კონფერენციაზე დასასწრებად, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართებოდა და შემდეგ — ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაციაში, სადაც სულამითს ბერკლის უნივერსიტეტში განთავსებული ბერკლის მოწყობილობის, Hough-Powell-ის მეშვეობით, ავტომატური გამოთვლების მეთოდთა განხილვა შეეძლო. შემდგომ, გოლდჰაბერები ანკარაში გაემგზავრნენ ლექციაზე დასასწრებად და ვეიცმანის უნივერსიტეტში ერთი თვე გაატარეს, სულამითის მოსამზადებლად ჩენაიში (ინდოეთი) ლექციების წაკითხვისთვის.

ჩენაიში, სულამით გოლდჰაბერმა ინსულტი გადაიტანა. დიაგნოსტიკური ქირურგიული ჩარევით გამოვლინდა, რომ მას თავის ტვინის მზარდი სიმსივნე ჰქონდა[4]. გარდაიცვალა 1965 წლის 11 დეკემბერს, 42 წლის ასაკში, ცნობიერების დაუბრუნებლად.

სულამითს და მის მეუღლეს, ერთი ვაჟი, ამოსი ჰყავდათ[5]. მეგობრები და კოლეგები, გოლდჰაბერს იხსენებდნენ, როგორც გამორჩეულ მეცნიერს, შესანიშნავ დიასახლისს და ერთგულ მეუღლეს და დედას[4].

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საპატიო საზოგადოების — „სიგმა ქსი“-ს წევრი
  • გუგენჰაიმის სტიპენდია (1964-1965)[5][6]
  • ფორდის ფონდის სტიპენდია (1960-1961)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Ogilvie M. B. The Biographical Dictionary of Women in Science: Pioneering Lives From Ancient Times to the Mid-20th CenturyRoutledge, 2003. — Vol. 1. — P. 514. — 798 p. — ISBN 978-1-135-96342-2
  2. https://www.gf.org/fellows/all-fellows/sulamith-goldhaber/
  3. 3.0 3.1 Ogilvie, Marilyn Bailey; Harvey, Joy Dorothy (2000). The Biographical Dictionary of Women in Science: Pioneering Lives from Ancient Times to the Mid-20th Century, First, Taylor & Francis, გვ. 514. ISBN 0-415-92039-6. OCLC 40776839. 
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 4.7 4.8 4.9 Alvarez, Luis. (September 1968) Sulamith Goldhaber (1923-1965). University of California, Los Angeles. წაკითხვის თარიღი: 2008-04-26.
  5. 5.0 5.1 Sulamith Goldhaber. University of California, Los Angeles. წაკითხვის თარიღი: 2008-04-28.
  6. Fellows whose last names begin with G. John Simon Guggenheim Memorial Foundation. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2008-02-14. ციტატა:Sulamith Goldhaber, Deceased. Particle Physics: 1964.“ წაკითხვის თარიღი: 2008-04-28.