სტირფაზის სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სტირფაზის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ სტირფაზში. აგებულია ძვ. წ. II-IV ათასწლეულებში.

სოფელ სტირფაზის ტერიტორიაზე 1924 წელს პირველი მცირე მასშტაბის არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა. 1963, 1974-1976 წწ. არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას აწარმოებდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, სამხრეთ ოსეთის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექსპედიცია. შესწავლილია 11 კრომლეხი. სამარხები დაზიანებულია. კრომლეხის ქვაყრილის ცენტრში იდო რიყის მასიური ქვა, რომელზეც თევზის გამოსახულება იყო ამოტვიფრული. აღმოჩნდა ბრინჯაოს ნივთები და თიხის ჭურჭელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 24767