სტიმპანკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სტიმპანკის სტილის ვიქტორიანული ეპოქის სამოსი.

სტიმპანკი (ინგლ. steampunk) — სამეცნიერო ფანტასტიკის ქვეჟანრი, რომელიც თავის თავში მოიცავს ტექნოლოგიასა და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნებას, შთაგონებულს XIX საუკუნის ინდუსტრიული ორთქლის მანქანებით.[1][2] როგორც ლიტერატურული მიმდინარეობა შეიქმნა 1980-იანი წლებში კიბერპანკის საპირწონედ[3] და თანდათანობით იქცა ხელოვნების ფორმად, კულტურულ მოძრაობად და სუბკულტურად.[4] ითვლება კიბერპანკის ყველაზე განთქმულ დისტრიბუტივად.[5]

როგორც წესი, სტიმპნაკის სიუჟეტი მოიცავს 19 საუკუნის ვიქტორიანული ეპოქის ან ამერიკის ველური დასავლეთის ალტერნატიულ ისტორიას, სადაც მასიურად გამოიყენება ორთქლის მანქანები და წარმოდეგენილია დამახასიათებელი ქალაქის პეიზაჟები და კონტრასტული სოციალური ფენები. შესაძლოა, სტიმპანკში, ასევე გაერთიანებული იყოს ფენტეზის,[6] საშინელებათა ლიტერატურის, ისტორიული პროზის, დეტექტივისა და ფანტასტიკის სხვა ჟანრების ელემენტები.

სტიმპანკზე შესამჩნევი გავლენა მოახდინა 19-ე საუკუნის მწერლების, ჟიულ ვერნის, ჰერბერტ უელსის, მერი შელისა და ედვარდ სილვესტერ ელისის სამეცნიერო რომანებმა.[7] მიუხედავად იმისა, რომ 1960-1970-იან წლებში გამოცემული ბევრი ნაუმუშევარი მიიჩნევა სტიმპანკის ნიმუშებად, ტერმინი „სტიმპანკი“ წარმოიშვა 1980-იანი წლების ბოლოს, რომელიც პირველად იხმარა ამერიკელმა სამეცნიერო ფანტასტმა მწერალმა კევინ ჯეტერმა.

ჟანრის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები არიან: უილიამ გიბსონი, გორდონ დალკვისტი, კევინ ჯეტერი, ჯეიმზ ბლეილოკი, ჩაინა მიევილი, ბრიუს სტერლინგი და სკოტ ვესტერფელდი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Definition of steampunk. Oxford University Press. წაკითხვის თარიღი: 6ოქტომბერი, 2012.
  2. Latham, Rob (2014) The Oxford Handbook of Science Fiction, გვ. 439. ISBN 9780199838844. 
  3. What The Hell Is Steampunk?. HuffPost UK. წაკითხვის თარიღი: 2017-08-31.
  4. Kimberly Burk (2010). Creating the Future-Past: Understanding Steampunk as Triadic Movement (en). Brandeis University. 
  5. Frauke Matz (2016). Punk Tales. ABC-CLIO, გვ. 1751, გვ. 834-835. ISBN 9781610692540. 
  6. (2011) Presentations of the 2010 Upstate Steampunk Extravaganza and Meetup, EBSCO ebook academic collection. Cambridge Scholars Publishing, გვ. 132, გვ. 199. ISBN 1443830747. 
  7. Strickland, Jonathan. Famous Steampunk Works. HowStuffWorks. წაკითხვის თარიღი: 18 მაისი, 2008.