სოლიკო ვირსალაძე
სიმონ (სოლიკო) ბაგრატის ძე ვირსალაძე (დ. 13 იანვარი, 1908, თბილისი — გ. 7 თებერვალი, 1989, იქვე) — ქართველი თეატრალური მხატვარი, სცენოგრაფი, სსრ კავშირის სამხატვრო აკადემიის ნამდვილი წევრი, ლენინური, სტალინური და სსრკ-ის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, სსრკ-ის სახალხო მხატვარი (1976).
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პირველი გაკვეთილები მ. თოიძის სტუდიაში მიიღო. შემდეგ თბილისის სამხატვრო აკადემიაში ჩაირიცხა. მალე რუსეთში გაემგზავრა და 1931 წელს დაამთავრა ლენინგრადის სამხატვრო-დეკორატიული ფაკულტეტი. მშობლიურ ქალაქში დაბრუნებული 1931 წლიდან კოსტიუმების დიზაინერი იყო ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილისთვის, ხოლო 1945 წლიდან ქართული სახელმწიფო ბალეტის ანსამბლისთვის. ქართული ხედვა და მოდერნიზმი შეურწყა ერთმანეთს და შექმნა „აჭარულის“, „აფხაზურის“, „სიმდის“, „ჯეირანის“ და სხვა ცეკვებისთვის საცეკვაო კოსტიუმები. 1937-1962 წლებში ს. ვირსალაძე ლენინგრადის ოპერისა დაბალეტის თეატრში მთავარი მხატვარია. 1957 წლიდან ვირსალაძე მუშაობდა ბალეტმაისტერ იური გრიგოროვიჩთან. მათი პირველი ერთობლივი ნამუშევარი ლენინგრადში იყო „ქვის ყვავილი“. 1960 წელს მას მოჰყვა თორმეტი ბალეტი დიდი თეატრის სცენაზე მოსკოვში: „სპარტაკი“, „მაკნატუნა“, „გედების ტბა“, „ლეგენდა სიყვარულზე“, „რომეო და ჯულიეტა“, „ივანე მრისხანე“.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ჯილდოები და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 1937 — საპატიო ნიშნის ორდენი
- 1941 — საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
- 1948 — სტალინური პრემია
- 1951 — სტალინური პრემია
- 1957 — რსფსრ-ის სახალხო მხატვარი
- 1958 — საქართველოს სსრ-ის სახალხო მხატვარი
- 1966 — შრომის წითელი დროშის ორდენი
- 1970 — ლენინური პრემია
- 1976 — სსრკ-ის სახალხო მხატვარი
- 1977 — სსრკ სახელმწიფო პრემია
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 151, თბ., 1994
- გ. კალანდია, „ქართველი მხატვრები და თბილისი“, თბ., 2014, გვ. 88
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- დაბადებული 13 იანვარი
- დაბადებული 1908
- გარდაცვლილი 7 თებერვალი
- გარდაცვლილი 1989
- ქართველი მხატვრები
- სსრკ-ის სახალხო მხატვრები
- რსფსრ-ის სახალხო მხატვრები
- საქართველოს სსრ-ის სახალხო მხატვრები
- საქართველოს სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები
- სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები
- ლენინური პრემიის ლაურეატები
- სტალინური პრემიის ლაურეატები
- 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის მედლით დაჯილდოებულები
- დიდუბის პანთეონში დაკრძალულები