მთავარეპისკოპოსი, არქიეპისკოპოსი (ბერძნ. αρχή - საწყისი, მთავარი და επίσκοπος - ეპისკოპოსი), ქრისტიანული ეკლესიის მაღალი იერარქის ტიტული, რომელსაც ატარებდნენ უმეტესად მთავარი ქალაქების ეპისკოპოსები. რომის იმპერიაშიკონსტანტინე დიდის დროს (IV ს.) არქიეპისკოპოსი ეწოდებოდა მიტროპოლიტს, რომელსაც ექვემდებარებოდნენ დიოცეზის ეპისკოპოსები. არქიეპისკოპოსის ტიტულს დღეს ატარებს ზოგიერთი ავტოკეფალური ეკლესიის მეთაური. არქიეპისკოპოსი ეწოდება ზოგიერთი პროტესტანტული ეპისკოპალური ეკლესიის მეთაურს (მაგ. კენტერბერიის არქიეპისკოპოსიინგლისში). ქართულ საეკლესიო წყობილებაში არქიეპისკოპოსს შეესატყვისება „მთავარეპისკოპოსი“.