პეტრეს ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

Jump to navigation Jump to search
არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ახალი გვერდი: '''პეტრეს ციხე''', შუა საუკუნეების სიმაგრე აღმოსავლეთ საქართვე…)
 
'''პეტრეს ციხე''', შუა საუკუნეების სიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, ახლანდელი [[ბორჯომის მუნიციპალიტეტი|ბორჯომის მუნიციპალიტეტში]], სოფელ [[ლიკანი]]ს პირდაპირ, [[მდინარე]] [[მტკვარი|მტკვრის]] მარჯვენა ნაპირზე, მაღალ კლდოვან მთაზე. პეტრეს ციხის ადრინდელი სახელი უნდა იყოს ყვერბილის ციხე. ეკუჯთვნოდაეკუთვნოდა [[ავალიშვილები|ავალიშვილების ფეოდალურ საგვარეულოს]]. დარაჯობდა ლიკანიდან ისტორიულ სოფლების ფაფისა და ნუასაკენ (ახლანდელი ქ. ბორჯომის უბნები) მტკვარზე გადამავალ ხიდსა და გზას.
 
XVI საუკუნეში ოსმალთა მიერ [[თორა|თორის]] დაპყრობის შემდეგ პეტრეს ციხე ოსმალური ადმინისტრაციული ცენტრი იყო. ამავე ხანებში პეტრეს ციხის რაბათი დაიცალა მოსახლეობისაგან. ციხე შედგებოდა ციტადელისა და მასთან დაკავშირებული ქვედა ეზოსაგან. პეტრეს ციხის გალავანსა და შიდაციხეს შორის შემორჩენილია სხვადასხვა ნაგებობის ნაშთები, შიდაციხეში - საცხოვრებელი დარბაზების, ხაროების, ქვევრების ნანგრევებია. გალავანში დატანებულია სათოფირებისათოფურები და სალოდეები. ციხე მრავალჯერ შეუკეთებიათ; ზოგან გამოირჩევა ადრინდელი თარაზული წყობის კედლები. მათი თანადროულია (XI-XII საუკუნეები) ციხის ძირში ყვერბილის ნასოფლარი, ეკლესიითა და სასაფლაოთი.
==ლიტერატურა==
* ''მაკალათია ს.'', ბორჯომის ხეობა, თბ., 1957;

სანავიგაციო მენიუ